სკოლა-გიმნაზია ,,პირველის“ პედაგოგებმა მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმში წაიყვანეს
დღეს, 28 ოქტომბერს, სკოლა-გიმნაზია ,,პირველის“ პედაგოგებმა მე-2 და მე-3 კლასის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმის დასათვალიერებლად წაიყვანეს.
მეორე და მესამე კლასელებმა მოინახულეს კუს ტბის ჩრდილოეთით განთავსებული მუზეუმი, რომელიც ღია ცის ქვეშ, 52 ჰექტარზეა განთავსებული. მათ დაათვალიერეს 14 ეთნოგრაფიული ზონა: ქართლი, სამეგრელო, აჭარა, აფხაზეთი, სვანეთი, ხევსურეთი, კახეთი, მესხეთი, ჯავახეთი, გურია, იმერეთი, რაჭა და ლეჩხუმი.
მოსწავლეებმა პედაგოგებისგან უკვე იცოდნენ, რომ საექსპოზიციო ზონები ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეალობისთვის დამახასიათებელი სამეურნეო ნაგებობებითა და ნივთებითაა წარმოდგენილი. დღეს კი ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახეს.
მოსწავლეებმა ხუროთმოძღვრების ნიმუშებთან ერთად მუზეუმში დაათვალიერეს საბრძოლო და შრომის იარაღები, ტექსტილური და კერამიკული მასალა. მუზეუმში შექმნილმა მშვიდმა და შემეცნებითმა გარემომ ხელი შეუწყო მოსწავლეთა ინტერესის გაღრმავებას ქართული მრავალსაკუნოვანი კულტურის მიმართ.
-
სკოლა-გიმნაზია პირველის უფროსკლასელებმა ტაო-კლარჯეთში იმოგზაურეს by სკოლა-გიმნაზია პირველი
-
სკოლა-გიმნაზია “პირველი” ახალი 2017-2018 სასწავლო წლისთვის პირვეკლასელთა მიღებას აცხადებს by სკოლა-გიმნაზია პირველი
-
სკოლა-გიმნაზია ,,პირველის” პირველკლასელებმა ანბანის შესწავლის დასრულება აღნიშნეს by სკოლა-გიმნაზია პირველი











