GE
9 ივლისი, 2021 10:18

UG სკოლის საზაფხულო ბანაკის მოსწავლეები ბაკურიანს სტუმრობენ

UG სკოლის საზაფხულო ბანაკის ,,UG სკაუტების” მოსწავლეები ბაკურიანს სტუმრობენ.

დილა დაიწყო ვარჯიშით, საუზმე, გასეირნება ბაკურიანის პარკსა და ტყეში, გაკვეთილები ღია ცისქვეშ, შუადღეს კითხვის საათი, საღამოს კი მწვადები.

UG საზაფხულო ბანაკის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სკოლის მოსწავლეებს შორის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული მეცნიერების პოპულარიზაცია, მათი ცნობიერების გაზრდა ანთროპოლოგიის, არქეოლოგიის, ისტორიის, ფიზიკა-ასტრონომიის მიმართულებით, მოსწავლეების კრიტიკული აზროვნების განვითარება ლიტერატურული კლუბის დისკუსიებით.

EDU.ARIS.GE (განათლება)