GE

აბიტურიენტთა აპელაციის შედეგები ცნობილია – გამოცდები 2015

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილე აბიტურიენტთა აპელაციების შედეგები ცნობილია. მათივე ცნობით, აპელაციის შედეგების ნახვა აბიტურიენტებს 21 აგვისტოს 14:00 სათიდან შეეძლებათ

იხილეთ აპელაციის შედეგები

გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, სისტემაში შესასვლელად აპლიკანტმა შესაბამის ველში უნდა მიუთითოს პირადი ნომერი და საგამოცდო საინდენტიფიკაციო ნომერი.

შედეგების გაგებას აბიტურიენტები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ, ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი, ბილაინი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი (ბარათზე წითლად მითითებული) უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 50 თეთრი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

ცენტრის ცნობით, შედეგები ერთი თვის განმავლობაში შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6).

შეფასების ცვლილების შემთხვევაში აბიტურიენტს თანხა უკან უბრუნდება. საფასურის დაბრუნების შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ.

რაც შეეხება საბოლოო შედეგებს, გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, შედეგები მომავალი კვირის განმავლობაში გამოქვეყნდება.

აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით ცნობილია

ტოპ 10 ყველაზე დიდი კონკურსის მქონე საგანმანათლებლო პროგრამა პირველი პრიორიტეტით – გამოცდები 2015

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური