SANGU-ში პროექტი – „აღმოაჩინე შენი პროფესია – ბიზნესის ადმინისტრირება“ მიმდინარეობს
წმ. ანდრიას ქართულ უნივერსიტეტში, პროექტი – „აღმოაჩინე შენი პროფესია – ბიზნესის ადმინისტრირება“ დაიწყო.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 23 თებერვალს, თემაზე – „ბიზნეს ქეისები, მარკეტინგი და მედიის როლი“, პირველი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას BMG-ის ავტორი და გენერალური პროდიუსერი გიორგი ისაკაძე გაუძღვა.
მოსწავლეებმა მოისმინეს რეალური ბიზნეს ქეისები, იმსჯელეს მარკეტინგის თანამედროვე ტენდენციებს და მედიის როლზე ეკონომიკაში. შეხვედრა ინტერაქტიული იყო და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაესვათ კითხვები და დისკუსიაში ჩართულიყვნენ.
პროექტი გრძელდება და წინ კიდევ საინტერესო თემები გელოდებათ:
- 24 თებერვალი – „ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საქართველოში“;
- 25 თებერვალი – „როგორ ვაკეთოთ წარმატებული ბიზნესი“.
წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი მადლობას უხდის პროექტის მონაწილე ყველა მოსწავლეს აქტიური ჩართულობისთვის.
-
SANGU-ს ორი სტუდენტი, Erasmus+ მობილობის პროგრამის ფარგლებში, პარტნიორ იტალიურ უნივერსიტეტში გაემგზავრა
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
„ჩემი პირველი სამეცნიერო სტატია“ – SANGU-ში მაგისტრანტებისთვის პრაქტიკული სემინარი გაიმართება
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი
-
SANGU-ს პროფესორები სამუშაო ვიზიტით რომის მერკატორუმის უნივერსიტეტს ეწვივნენ
by საქ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის ქართული უნივერსიტეტი