ალტე უნივერსიტეტი „პროფესიების რეგიონულ ტურნეს” იწყებს – პირველი ფორუმი თელავში გაიმართება
ალტე უნივერსიტეტი „პროფესიების რეგიონულ ტურნეს” იწყებს, რომლის პირველი გაჩერებაც 6 მარტს, 12:00 საათზე, კახეთი იქნება.
მომავალი პროფესიის არჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელსაც თან ახლავს ბევრი კითხვა და გამოწვევა. სწორედ ამიტომ, ალტე უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს „პროფესიების რეგიონულ ტურნეს”, რომლის პირველი ფორუმიც თელავის ტექნოპარკში გაიმართება.
თუ ხარ XI-XII კლასის მოსწავლე, შემოუერთდი პროფესიების ფორუმს, რომელიც ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებასა და შენთვის საინტერესო სფეროს აღმოჩენაში დაგეხმარება.
ფორუმის ფარგლებში უკეთ გაეცნობი თანამედროვე, ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, შეხვდები ალტე უნივერსიტეტის დეკანებსა და დარგის წამყვან სპეციალისტებს, რომლებიც შენთვის სასურველი პროფესიის რეალურ სამყაროს გაგაცნობენ და პროფესიულ რჩევებს გაგიზიარებენ.
რაც მთავარია, „პროფესიების ფორუმის“ ორ მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, მოიპოვოს კარიერული განვითარების 3-დღიანი ბანაკის საგზური.
პროექტში მონაწილე თითოეულ მოსწავლეს სერტიფიკატი გადაეცემა.
მონაწილეობის მისაღებად საჭიროა, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა
-
500-ზე მეტი მოსწავლე და 23 საუკეთესო იდეა – ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი აქტიურ ფაზაში გადადის
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის სამმა პროექტმა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დაფინანსება მოიპოვა
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტის ბიზნესისა და IT სკოლებმა START-UP ეკოსისტემის ბიზნეს ფორუმს უმასპინძლეს
by ალტე უნივერსიტეტი