„ევროპის უნივერსიტეტის“ გოგონათა ფრენბურთის გუნდი 2026 წლის თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონია
2026 წლის 22 თებერვალს, თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა. ფინალში ერთმანეთს „ევროპის უნივერსიტეტისა“ და „ჯიკო 1“-ის გუნდები დაუპირისპირდნენ.
„ევროპის უნივერსიტეტის” გოგონათა ფრენბურთის გუნდმა „ჯიკო 1“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ეროვნული ჩემპიონობის ტიტული მოიპოვა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ კი „ევროპის უნივერსიტეტის“ გუნდის კაპიტანი ირინა ჭელიძე დასახელდა.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის უნივერსიტეტი“ თოვლის ფრენბურთის ეროვნული ჩემპიონი უკვე მეორედ გახდა.
„ევროპის უნივერსიტეტი“ ულოცავს გოგონათა ფრენბურთის გუნდს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებს!
-
15-16 ოქტომბერს „ევროპის უნივერსიტეტი“ „ერაზმუსის დღეებს“ აღნიშნავს
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტებისთვის კახეთში შემეცნებითი-გასართობი ექსკურსია გაიმართა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მხარდაჭერით სახელმძღვანელო „ციფრული წიგნიერება“ გამოიცა
by ევროპის უნივერსიტეტი