აბიტურიენტთა ცნობარში ცვლილებები შევიდა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით აბიტურიენტთა ცნობარში შევიდა რამდენიმე ცვლილება:
- საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭომ 2015 წლის 25 თებერვალს, შპს სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) საგანმანათლებლო პროგრამებს მიანიჭა აკრედიტაცია. შესაბამისად, დაწესებულების მიერ წარმოდგენილ ანკეტა-კითხვარში ასახული ყველა პროგრამა აკრედიტებულია და ჩარიცხულებზე ვრცელდება სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი.
- ჰეიდარ ალიევის სახელობის საქართველო-აზერბაიჯანის სასწავლო უნივერსიტეტს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ 2015 წლის 23 თებერვალს გაუუქმა ავტორიზაცია, შესაბამისად, აღნიშნული სასწავლებელიამოღებულია 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საინფორმაციო ცნობარიდან.
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა “მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი” არის აკრედიტებული (და არა ავტორიზებული) და ჩარიცხულებზე ვრცელდება სახელმწიფო გრანტის გაცემის წესი – უნივერსიტეტის მიერ მოწოდებულ ანკეტა-კითხვარში გაპარული იყო უზუსტობა და ნაცვლად აკრედიტებულისა ეწერა “ავტორიზებული”.
-
გამოქვეყნდა მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები – გამოცდები 2026
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე
-
რამდენი ზღვარგადალახული აბიტურიენტი დარჩა უნივერსიტეტის მიღმა – ოფიციალური მონაცემები
by აბიტურიენტებისათვის
-
სტუდენტთა რეიტინგული სია, რომლებმაც 2026 წელს მოიპოვეს ან გაიუმჯობესეს სახელმწიფო სასწავლო გრანტი
by საგრანტო კონკურსის სიახლეები