რა უფლებები და ვალდებულებები აქვთ ფსიქოლოგს და სპეციალურ მასწავლებელს ელექტრონულ ჟურნალზე მუშაობისას – განახლებული წესი
2026-2027 სასწავლო წლის დაწყებამდე ელექტრონული ჟურნალის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებილების ელექტრონული ჟურნალის წარმოების განახლებული წესი დამტკიცდა.
განათლების მინისტრ გივი მიქანაძის 11 აგვისტოს ბრძანებაში გაწერილია სკოლის რომელი რგოლი რა ვალდებულებებითა და უფლებებით არის აღჭურვილი ელექტრონულ ჟურნალზე მუშაობის პროცესში და რა კონკრეტული აქტივობები რა ვადებში უნდა განხორციელდეს.
EDU.ARIS.GE წარმოგიდგენთ ფსიქოლოგისა და სპეციალური მასწავლებლის მიერ ელექტრონულ ჟურნალში განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალს:
1. ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი უფლებამოსილნი არიან ელექტრონულ ჟურნალში გაეცნონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის (რომელთანაც ისინი მუშაობენ) შეფასებებს, გაცემულ დავალებებსა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციას.
2. ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი უფლებამოსილნი არიან ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ელექტრონული ჟურნალის დავალების მოდულიდან მისცენ დავალება და განუსაზღვრონ მისი წარმოდგენის ვადა.
3. ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი უფლებამოსილნი არიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მიერ ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით გადმოგზავნილ დავალებაზე განახორციელონ უკუკავშირი კომენტარის სახით.
4. ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი ვალდებულნი არიან ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უკუკავშირი ელექტრონულ ჟურნალში ასახონ შესაბამისი გაკვეთილის დასრულებიდან არაუგვიანეს 8 კალენდარული დღის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე დარჩენილია 8 კალენდარულ დღეზე ნაკლები – არაუგვიანეს სემესტრის დასრულებამდე.
5. ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი უფლებამოსილნი არიან ელექტრონული ჟურნალის კალენდრის მოდულიდან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს აუსახონ (ჩაუნიშნონ) შეხვედრა.
6. ფსიქოლოგი და სპეციალური მასწავლებელი უფლებამოსილნი არიან ელექტრონული ჟურნალის „ჩატის“ მოდულიდან გაუგზავნონ შეტყობინება საჯარო სკოლის დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს/ადმინისტრატორს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის მასწავლებელს, კლასის დამრიგებელსა ან მშობელს.
ამავე თემაზე:
-
ოქროსა და ვერცხლის მედლებს ბოლო ორი სასწავლო წლის 15 ათასამდე კურსდამთავრებული ელოდება – რას პასუხობს „საგანმანათლებლო რესურსები“ EDU.ARIS.GE-ს
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების ხარჯები 400 მილიონი ლარით იზრდება – რა (არ) წერია 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველად ვარიანტში ხელფასებზე
by ARIS.GE-განათლება
-
პარლამენტი განათლების სამინისტროს განმეორებით ავალებს, სახელმწიფო უწყებებს წვდომა ჰქონდეთ უმაღლესი და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებზე
by ARIS.GE-განათლება