რამდენი ზღვარგადალახული აბიტურიენტი დარჩა უნივერსიტეტის მიღმა – ოფიციალური მონაცემები
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, უნივერსიტეტის მიღმა 1 795 ზღვარგადალახული აბიტურიენტი დარჩა. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ 27 აგვისტოს გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა.
NAEC-ის მონაცემებით:
1 795-მა აბიტურიენტმა გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, თუმცა ვერ ჩაირიცხა ვერცერთ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რადგან აირჩია მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა, რომელზე ჩარიცხვისათვისაც მიღებული ქულები არ აღმოჩნდა საკმარისი, მის მიერ შერჩეულ პროგრამებზე მაღალი კონკურსის გამო.
სულ, 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში, 39 689 აპლიკანტი მონაწილეობდა.
ასევე იხილეთ:
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მეორადი ჩარიცხვები დღეს მეორედ გამოცხადდა – „აბიტურიენტის ცნობარი 2026-ის“ მესამე ვარიანტი დაიდო
by აბიტურიენტებისათვის
-
მეორადი ჩარიცხვებით ბაკალავრიატზე უფასოდ 312 პირი ისწავლის – რეგისტრაციის უფლება 4 010 აბიტურიენტს ჰქონდა და სულ 1 715 დარეგისტრირდა
by აბიტურიენტებისათვის