აბიტურიენტთა რამდენი პროცენტი ჩაირიცხა სასურველ საგანმანათლებლო პროგრამაზე – მონაცემები 2026
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მიღებული შედეგებით, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების საბაკალავრო საფეხურზე 29 481, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე – 3 141, ხოლო ქართულ ენაში მომზადების სხვადასხვა პროგრამაზე 1 528 აბიტურიენტი ჩაირიცხა.
აბიტურიენტების უმრავლესობამ შეძლო სასურველ, რეიტინგულ სიაში პირველ ადგილზე ჩაწერილ საგანმანათლებლო პროგრამაზე მოხვედრა, ნაწილი კი მე-2, მე-3 და ა.შ. ნომრად შერჩეულ პროგრამაზე ჩაირიცხა:
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები (ბაკალავრიატი)
1-ელ ადგილზე შერჩეულ პროგრამაზე ჩაირიცხა – 61.72%;
მე-2 ადგილზე – 16.44%;
მე-3 ადგილზე – 7.12%;
მე-4 ადგილზე – 4.19%;
მე-5 ადგილზე – 2.60%;
სხვა ადგილებზე – 7.93%.
ქართულ ენაში მომზადების სხვადასხვა პროგრამა
1-ელ ადგილზე შერჩეულ პროგრამაზე ჩაირიცხა 85.47%;
მე-2 ადგილზე – 6.28%;
მე-3 ადგილზე – 2.68%;
მე-4 ადგილზე – 1.90%;
მე-5 ადგილზე – 2.16%;
სხვა ადგილებზე – 1.51%.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები
1-ელ ადგილზე შერჩეულ პროგრამაზე ჩაირიცხა 66.35%;
მე-2 ადგილზე – 8.63%;
მე-3 ადგილზე – 3.66%;
მე-4 ადგილზე – 3.44%;
მე-5 ადგილზე – 2.26%;
სხვა ადგილებზე – 15.66%.
ასევე იხილეთ:
70-ე ადგილზე ჩაწერილი პროგრამით უნივერსიტეტში! – 2026 წლის აბიტურიენტები სხვა რაკურსით
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება