განათლების სამინისტრო საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ფონდს 5 მილიონ ლარზე მეტით დაეხმარება – განკარგულება
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალა, რომ საპატრიარქოს მიერ დაფუძნებულ 42 დაწესებულებას 5 მილიონ 250 ათასი ლარის ოდენობით ფინანსური დახმარება გაუწიოს.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, 42 დაწესებულებიდან 41 სკოლა, გიმნაზია, სკოლა-გიმნაზია და უნივერსიტეტია, ერთი კი – საპატრიარქოს განათლებისა და კულტურული ღონისძიებების განვითარების ფონდი.
დოკუმენტის თანახმად, თითოეულ საგანმანათლებლო დაწესებულებას 40 ათასი, ხოლო ფონდს 3 მილიონ 610 ათასი ლარი გადაეცემა.
საქართველოს საპატრიარქოს მიერ დაფუძნებული ზოგიერთი დაწესებულებისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ განკარგულება 2026 წლის 31 აგვისტოთი თარიღდება და უკვე ძალაშია.
იხილეთ: დაწესებულებების სია
ასევე იხილეთ:
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება