გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ეწვია
3 სექტემბერს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს აზიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, დოქტორი ელჩინ ხალილოვი ეწვია.
უნივერსიტეტის მიერ 4 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილთან, აკადემიკოს გიორგი სოსიაშვილთან, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, ბატონ დავით კვერნაძესა და უნივერსიტეტის რექტორის მოადგილესთან, ბატონ ზურაბ ზურაბაშვილთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას, ასევე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ქალბატონი ზინა ჯორბენაძე და პროფესორი დავით აფციაური ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, დასახეს კონკრეტული მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და აზიის მეცნიერებათა აკადემიას შორის სამეცნიერო და აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებას.
ვიზიტის დასასრულს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ალექსანდრე მღებრიშვილმა, ბატონ ელჩინ ხალილოვს, რეგიონში მეცნიერების პოპულარიზაციასა და მის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საპატიო მედალი და დიპლომი გადასცა.
„გორის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო სამეცნიერო და აკადემიურ წრეებთან თანამშრომლობის გაღრმავება. მსგავსი შეხვედრები ქმნის ახალ შესაძლებლობებს ერთობლივი სამეცნიერო პროექტების, კვლევითი ინიციატივებისა და აკადემიური ურთიერთობების განვითარებისთვის“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე – მიმართულებები და საბუთების სია
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლი და გეგმები ახალ სასწავლო წელს – „რეფორმა ხელს უწყობს ნიჭიერი ახალგაზრდების რეგიონებში შენარჩუნებას“
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი