გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში TESOL პროგრამის მერვე ნაკადი გაიხსნა
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, ტეხასის A&M უნივერსიტეტთან წარმატებული თანამშრომლობის ფარგლებში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის TESOL პროგრამას განაგრძობს.
უნივერსიტეტის მიერ 2 სექტემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, პროგრამა ხორციელდება სკოლების გაძლიერების მიზნით, მერვე ნაკადში ჩართულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კერძო და საჯარო სკოლების 10 მასწავლებელი, რომლებმაც პროფესიული გადამზადებისათვის გრუნის სრული დაფინანსება მიიღეს.
1-ელ სექტემბერს გაიმართა პროგრამის მონაწილეების პირველი ონლაინშეხვედრა ტეხასის A&M უნივერსიტეტის TESOL პროგრამის კოორდინატორთან, იოკ ჰანსონთან. შეხვედრას ფასილიტაციას უწევდა გრუნის რექტორის მრჩეველი ანა აბესაძე. შეხვედრას ესწრებოდნენ პროგრამის მენტორი, ნატო ჯავახია და პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებული ნინო სტურუა, რომლებმაც ახალ მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატს და შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა ქართულ სკოლებში გაავრცელონ.
აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს გრუნის კიდევ ერთ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ზოგადსაგანმანათლებლო სექტორისადმი და ნათლად ასახავს უნივერსიტეტის გრძელვადიან ვალდებულებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისათვის.
-
GRUNI-ს პროფესორები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ახალ კვლევაში მონაწილეობენ
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI სადოქტორო პროგრამებზე მიღებას აცხადებს – სპეციალობები და ვადები
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი