GE

დღეიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში თავდაცვის სამინისიტროს მიერ გაწვევა აღარ განხორციელდება

დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. თინა ხიდაშელმა შესაბამის ბრძანებას ხელი მედიასთან შეხვედრის დროს მოაწერა.

“ჩვენ ვთქვით, რომ 2017 წლიდან შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებაინ წვევამდელები. შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ძალით მოყვანილი სამხედრო მოსამსახურე, შეიარაღებულ ძალებზე არის ძლიან მაღალი მოთხოვნილება, შეირაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოსთვის, არავის არ სჭირდება დაძალება, რომ თავის ქვეყანაში ჯარისკაცი გახდეს. შეიარაღებულ ძალებს არ სჭირდება ჯარისკაცი, რომელსაც სამშობლოს სამსახურს აძლებენ”- განაცხადა ხიდაშელმა.

თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამხედრო გაწვევის გაუქმება შეეხება უშუალოდ თავდაცვის სამინისტროში წვევამდელების გაწვევას და არა სხვა უწყებების წვევამდელებს.

„ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა, თუმცა ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად და ერთპიროვნულად მივიღო და ახლა ბრძანებას ვაწერ ხელს, რომლითაც ვაცხადებთ, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნას და ეს ბრძანება ძალაშია დღეიდან“,-განაცხდა ხიდაშელმა.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური