შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
უმაღლესი განათლების რეფორმის ავტორებმა ჯერ დაზუსტებით არ იციან, საბოლოოდ როგორ დარეგულირდება სტუდენტის მობილობის საკითხი რეფორმის ამოქმედების შემდეგ.
ამის შესახებ მას შემდეგ გავიგეთ, რაც დღეს განათლების მინისტრის მოადგილეს ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე ამ კითხვით მიმართა: შეძლებს თუ არა სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტიდან კერძოში მობილობას, კერძოდან სახელმწიფო უნივერსიტეტში და გადაჰყვება თუ არა მას დაფინანსება?
ზვიად გაბისონია პირდაპირ ამბობს, რომ რა თქმა უნდა, კერძო უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტი სახელმწიფო უნივერსიტეტში ვერ გადავა.
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია – დოკუმენტი
“მობილობასთან დაკავშირებით, უნდა ამოვიდეთ დღევანდელი რეალობიდან: დღეს არსებული კანონმდებლობა ამბობს, რომ 2025 წლის ჩარიცხვების ჩათვლით მოდელი იქნება ძველი, თავის ნორმატიულ ბაზასთან ერთად. რაც შეეხება სამომავლოდ, იმ შემთხვევაში, თუ საუბარია, რომ ეროვნული გამოცდების შედეგად… სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტს მობილობის საშუალება დიდი ალბათობით, ექნება სახელმწიფო უნივერსიტეტში. ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, მობილობა არ შეეხება, თუ კერძო უნივერსიტეტში მოხვდა და სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა მობილობა. შეზღუდვები ამ ნაწილში იქნება საკანონმდებლო მოთხოვნებიდან. ამ ეტაპისთვის ვერიდებით დეტალურ ხაზგასმას ამ ნაწილში, რადგან დამუშავების სტადიაშია ძალიან ბევრი დეტალი. მას შემდეგ, რაც ნორმატიული აქტების პირველი პაკეტი იქნება მიღებული, მას თან მოჰყვება კანონქვემდებარე აქტები და უფრო მეტი მაშინ შეგვეძლება რომ ვისაუბროთ. მათ შორის მობილობების პარამეტრების ნაწილზეც და უფლებამოსილების დაშვების ნაწილზეც. ამ ეტაპისთვის მეტის თქმის საშუალება არ გვაქვს”, – თქვა ზვიად გაბისონიამ პარლამენტში.
პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე უმაღლესი განათლების მიმარრთულებით საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პირველი მოსმენით განიხილეს.
ასევე იხილეთ:
-
ხიდები, რომლებსაც სიყვარული და სახელმწიფო ენა აშენებს – პირველი ქართული სექტორის ისტორიული ნაბიჯები ბოლნისში
by განათლებული ბლოგი
-
ვის ექნება დიპლომატიის აკადემიაში სწავლების შესაძლებლობა – საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტება კადრებზე
by ARIS.GE-განათლება
-
„სტუდენტი, რომელიც ერთი უცხო ენით ჩააბარებს დიპლომატიის აკადემიაში, სამი წლის თავზე მეორე სამუშაო უცხო ენა ეცოდინება“
by ARIS.GE-განათლება