სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით, ცვლილება შევიდა მთავრობის დადგენილებაში, რომელიც განსაზღვრავს იმ საქმიანობებსა და ფუნქციებს, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებში.
მათ შორის განათლების სფეროს ჩამონათვალს დაემატა შემდეგი საქმიანობის განმახორციელებელი პირებიც:
ლოგოპედი/კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების თერაპევტი − სპეციალური მეთოდების საშუალებით მეტყველების ნაკლის გამოსწორება; კომუნიკაციის, ენისა და მეტყველების სირთულეებისა და დარღვევების იდენტიფიცირება, შეფასება, ინტერვენციის გეგმის შედგენა/განხორციელება; კონსულტირება, ინკლუზიური პრაქტიკის ხელშეწყობა.
იხილეთ: განათლების სფეროს დღემდე არსებული ჩამონათვალი
იმ საქმიანობების/ფუნქციების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განმახორციელებელ/შემსრულებელ პირებსაც უფლება აქვთ, შეთავსებით შეასრულონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში, აგრეთვე იმავე დაწესებულებაში ან/და სხვა საჯარო დაწესებულებებში:
ჩამონათვალი – განათლების სფერო
ა) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი − უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება;
ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის ექსპერტი − საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობისა და პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამის შეფასება;
გ) ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტი − ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება;
დ) საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს წევრი − საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
ვ) პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი − პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
ზ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
თ) პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი − პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
ი) სააპელაციო საბჭოს წევრი − სააპელაციო საჩივრებზე გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობა;
კ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოს რეცენზენტი/ტექნიკური რეცენზენტი − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის მაკეტის გრიფირების პროცესის ფარგლებში, მაკეტის შინაარსობრივი რეცენზირება, მაკეტის შესაბამისობის დადგენა და შეფასება;
ლ) ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი − სააღმზრდელო ფუნქციების განხორციელება; სააღმზრდელო-პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება;
მ) ადრეული, სკოლამდელი აღზრდისა და არაფორმალური განათლების დაწესებულებაში დასაქმებული აღმზრდელი/აღმზრდელ-პედაგოგი − სააღმზრდელო პედაგოგიური საქმიანობის განხორციელება; ინტერესების მიხედვით შექმნილ წრეებსა და კლუბებში არაფორმალური განათლების სასწავლო პროცესის წარმართვა;
ნ) ტესტების/საგამოცდო მასალების შემქმნელი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, ეროვნულ სასწავლო გეგმასა და შესაბამის სტანდარტებზე დაყრდნობით, ტესტის კრიტერიუმების, სპეციფიკაციებისა და ფორმატის შემუშავება; ტესტური დავალებების შექმნა; ტესტირების ფსიქომეტრული ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, ტესტური დავალებების რედაქტირება; ტესტების შეფასების სქემის შემუშავება; საინფორმაციო კრებულებისთვის მასალების მომზადება;
ო) საგამოცდო პროცესის მეთვალყურე − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ საგამოცდო სექტორში გამოცდის/ ტესტირების/კონკურსის დროს წესრიგის დაცვა; გამოცდის/ტესტირების /კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფა; ინსტრუქციების შესაბამისად, საგამოცდო პროცესის მონიტორინგის განხორციელება; საგამოცდო სექტორში შესაბამისი დოკუმენტების, სექტორის უწყისების შევსება; გამოცდაში/ ტესტირებაში/კონკურსში მონაწილე კონკურსანტებისთვის ინსტრუქტაჟის მიცემა;
პ) საგამოცდო პროცესის რეგისტრატორი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ საგამოცდო ცენტრის მომზადება; საგამოცდო ცენტრის მეთვალყურე-კურატორთა და გამოცდაში/ტესტირებაში /კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა რეგისტრაცია; კონკურსანტების მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების შემოწმება; საგამოცდო ცენტრის მეთვალყურეთა/კურატორთა ჩანაცვლება;
ჟ) ბრაილის ოპერატორი; ბრაილის კორექტორი; ბრაილის ტესტების რედაქტორი; ბრაილის ექსპერტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, უსინათლო კონკურსანტთათვის სპეციალურ ხმოვან პროგრამაზე/ბრაილზე საგამოცდო ტესტების/პასუხების ფურცლებისა და სხვა მასალების გადაყვანა და რედაქტირება; საგამოცდო ტესტების/პასუხების ფურცლებისა და სხვა მასალების კორექტირება და ექსპერტიზის განხორციელება;
რ) გამსწორებელი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, გამოცდაში/ტესტირებაში/ კონკურსში მონაწილე კონკურსანტთა ნაშრომების გასწორება და შეფასება;
ს) ტესტური დავალების ლაპარაკის ნაწილის შერჩევის სპეციალისტი − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, ტესტების მოსმენის დავალებების ჩაწერა; საგამოცდო აუდიოფაილების მონტაჟი (პაუზები, ხმაურისგან გაწმენდა, ინსტრუქციების სტანდარტიზაცია, ხმის ტემბრის რეგულირება, ხარისხის უზრუნველყოფა); მოსმენის დავალებების აუდიოფაილების მომზადება და დაარქივება; ლაპარაკის დავალებების შერჩევა;
ტ) ზეპირგამომცდელი (KET, PET, CAE, YLE და FCE გამოცდები) − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე სერტიფიცირებული პირის მიერ, შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, გამოცდებში მონაწილეთათვის ზეპირი გამოცდის ჩატარება და მათი ცოდნის შეფასება;
უ) განათლების ექსპერტი: პროფესიული განათლების ექსპერტი/ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი/დარგობრივი/მეთოდოლოგიური ექსპერტი, კვალიფიკაციების შემუშავებაში/განვითარებაში ჩართული დარგის ექსპერტები და მეთოდოლოგიური მხარდაჭერის სპეციალისტები − სათანადო პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ, პროფესიული განათლების სისტემის ფარგლებში ხარისხის უზრუნველყოფა, პროგრამის განვითარება, სასწავლო პროცესის წარმართვა, შეფასების წარმართვა, პროფესიული სტანდარტებისა და პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავების მეთოდოლოგიის შექმნა; შესაძლებლობების განვითარების აქტივობებში მონაწილეობა; საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, მასწავლებლებისათვის, პროფესიული სტუდენტებისათვის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების − დარგობრივი სახელმძღვანელოების, გზამკვლევების მომზადება; განათლების სისტემის ეფექტიანი მართვისათვის, სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში, ანალიტიკური დოკუმენტების, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება ან/და ექსპერტული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
ფ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი − შესაბამისი გადამზადების მქონე პირის მიერ მცირეკონტინგენტიან სკოლებში სკოლის მანდატურის ფუნქციების შესრულება;
ქ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შემქმნელი − შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირის მიერ სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სასწავლო რესურსების შექმნა, დაკაბადონება, რედაქტირება;
ღ) პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის სპეციალისტი − პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამებისა და სერვისების გაცნობა, სამიზნე ჯგუფის ინფორმირების მიზნით; პროფესიული სტუდენტებისათვის/მსმენელებისათვის კარიერის დაგეგმვაში, სამუშაოს მოძიებასა და დასაქმებაში დახმარების გაწევა;
ყ) ინკლუზიური განათლების სპეციალისტი − დაინტერესებული პირისათვის საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიცირება, პროფესიის მოსინჯვა, სასწავლო გეგმის ადაპტირება, სწავლის შედეგების მიღწევაში მხარდაჭერა, სასწავლო პროცესში მხარდაჭერა;
შ) საგანმანათლებლო სფეროში სოციალური მუშაკი − სოციალური მუშაობის მომსახურების გაწევა, საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეებისა და მათი მშობლებისთვის/კანონიერი წარმომადგენლებისთვის მომსახურების მიწოდება; საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების, მათი მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლების, მასწავლებლების ინფორმირება და კონსულტირება, პროფესიული კომპეტენციის ფარგლებში; საგანმანათლებლო დაწესებულების ქცევითი და ემოციური სირთულეების მქონე მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან, საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციასა და მასწავლებლებთან სოციალური ინტეგრაციის მხარდამჭერი პროექტების განხორციელება;
ჩ) საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური − საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ც) ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების სპეციალისტი (მათ შორის, სპეციალიზებული საკონსულტაციო მიმართულებითა და ქცევის სირთულეების მიმართულებით) − მოსწავლის/პირის ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და პირის/მოსწავლის მშობლისთვის/კანონიერი წარმომადგენლისთვის და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევა;
ძ) საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინატორი − ადგილობრივი და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამ(ებ)ის ფარგლებში შექმნილი მრავალდისციპლინარული გუნდის ხელმძღვანელობა და საქმიანობის კოორდინაცია; საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პროგრამ(ებ)ის მიმდინარეობის, განხორციელების გეგმებისა და ვადების შესრულების მონიტორინგი;
წ) პროფესიული ზედამხედველი (ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების, ფსიქოლოგიური, სოციალური მუშაობის მიმართულებით) − პროფესიული ზედამხედველობის ფარგლებში, მის დაქვემდებარებაში მყოფი სპეციალისტების საქმიანობისა და მათზე დაკისრებული სამუშაოს განსაზღვრულ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა; მომსახურების მიწოდების საუკეთესო და ერთიანი პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა; პროფესიული ზედამხედველობის ფარგლებში, ვიზიტების განხორციელება და დაკვირვება სპეციალისტის სამუშაო გარემოში; სპეციალისტების პროფესიული და პრაქტიკული უნარების შეფასება, მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მხარდაჭერის აღმოჩენა; პროფესიული ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სპეციალისტებისთვის პროფესიული მხარდაჭერის გაწევა.
-
განახლდა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტები – დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება
-
რას ეუბნება განათლების სამინისტრო გამომცემლებს – ვინ დაწერს სამინისტროში სასკოლო სახელმძღვანელოებს, უცნობია
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის მიღებიდან და შემდეგ, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტისთვის სწავლა უფასო იქნება – პრემიერ-მინისტრის დამატებითი განმარტება
by ARIS.GE-განათლება