GE

GIPA–ს უნიკალური შეთავაზება აბიტურიენტებსა და მობილობის მსურველებს

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIPA აბიტურიენტებისა და მობილობის მსურველებს 25 თებერვალს 11:30-18:00 ფრონტლაინ კლუბში იწვევს, სადაც ჩატარდება
PORTFOLIO REVIEW აბიტურიენტებისათვის და მობილობის მსურველებისთვის.

PORTFOLIO REVIEW არის შემოქმედებითად მოაზროვნე ადამიანების თავშეყრის ადგილი. მონაწილეები მიიღებენ პროფესიონალურ რჩევებს და შეფასებას თავიანთ ნამუშევრებზე.

GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველებს ეძლევათ დამატებითი დაფინანსების მოპოვების უნიკალურ შანსი. პროგრამის შესახებ წაიკითხე უნივერსიტეტის საიტზე.

კრეატიული ინდუსტრიების მოქმედი არტ დირექტორები, დიზაინერები, ფოტოგრაფები, რეჟისორები, მონაწილეებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას და შეარჩევენ 5 საუკეთესო პორტფოლიოს ავტორს. რევიუერების ნამუშევრები დაათვალიერე.

ბენეფიტები და PORTFOLIO REVIEW-ში მონაწილეობის წესები:

ხუთეულში გასული პირი და მოიპოვებს დამატებით 1000 ლარიან ვაუჩერს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამაზე პირველი წლის სწავლის დასაფინანსებლად.

სწავლის გადასახადის შემცირება შესაძლებელია:
1000 ლარით – საუკეთესო პორტფოლიოს შემთხვევაში
1000 ლარით – სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში

გაიარე რეგისტრაცია 24 თებერვლამდე

• მოიტანე ნებისმიერი ხერხით შესრულებული 5 საუკეთესო ნამუშევარი: ჩანახატები თავისუფალ თემაზე, ილუსტრაცია, ფოტო, ვიდეო, თამაშის იდეა (კონცეფცია, ჩანახატი), გრაფიკული ან ციფრული დიზაინი (იდეა, კონცეფცია)
• მოიტანე ნამუშევრები ციფრულ ფორმატში (მეხსიერების ბარათი)
• მოემზადე, ილაპარაკე თამამად და საინტერესოდ
• არ დააგვიანო

“არ გამოტოვო შანსი გაიცნო პროფესიონალები და შეაფასებინო მათ შენი კრეატიული უნარები.
რევიუერებთან კომუნიკაციაში დაგეხმარებიან ჩვენი სტუდენტები, მათი ნამუშევრები შეგიძლია დაათვალიერო. ვეძებთ ნიჭიერ, ენერგიულ და მიზანდასახულ ახალგაზრდებს
რეგისტრაცია ფრონტლაინ კლუბში დაიწყება 25 თებერვალს 11:30
PORTFOLIO REVIEW დასრულებისთანავე დასახელდებიან გამარჯვებული აბიტურიენტები
ასევე, დასახელდებიან ONLINE PORTFOLIO REVIEW გამარჯვებული სტუდენტები
ყველას გისურვებთ წარმატებას! შენი მომავალი იწყება აქ!”,– საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური