GE

სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის ჯიპა კონკურსს აცხადებს

გაინტერესებს ადგილობრივი, ქვეყნის, ან საერთაშორისო ახალი ამბები? თუ მედიას მხოლოდ გასართობი კონტენტისთვის იყენებ? ოდესმე დაუბნევიხარ მედიას? ან დაგხმარებია? გაქვს კრიტიკული მოსაზრება, როგორი უნდა იყოს ტელევიზია, ან ინტერნეტ-მედია? გაქვს მედიის კონკრეტული ხედვა?

გაგვიზიარე შენი გამოცდილება და მოსაზრებები სასურველი კრეატიული ფორმით და მიიღე მონაწილეობა ჯიპა-ს ჟურნალისტიკის სკოლის კონკურსში.

კონკურსი საშუალებას გაძლევს გაგვიზიარო შენი ურთიერთობა მედიასთან, როგორი გინდა რომ იყოს, რა ინფორმაციას ან კონტენტს ეძებ ხოლმე მედიაში და როგორ პოულობ, როგორ იგებ ახალ ამბებს და ართმევ თავს ინფორმაციის ზღვას.

კონკურსის თემებია:

  • ინფორმაციის გადამოწმების ჩემი ფორმულა
  • სოციალური მედიის საინფორმაციო ქსელი
  • მედია ცვლილების იარაღია
  • მაგარი თემაა!
  • მედია მე ვარ

თუ ხარ 13-დან 21 წლამდე, მიიღე კონკურსში მონაწილეობა, გამოაგზავნე შენი ხედვა შემდეგ ფორმატში:

  • ესსე (მაქსიმუმ 3 გვერდი)
  • ფოტო ან ფოტო ისტორია
  • ვიდეო
  • მულტიმედია

გამოაგზავნე აპლიკაცია 13 ოქტომბრამდე მეილზე: [email protected]. მეილში მიუთითეთ თქვენი სახელი და გვარი, ასაკი, საცხოვრებელი ადგილი (ქალაქი), სკოლა ან უნივერსიტეტი, საკონტაქტო ინფორმაცია.

ნამუშევრებს შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც სამ გამარჯვებულს დააჯილდოვებს. ნამუშევრები გამოქვეყნდება Newscafe.ge-ზე.

დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება 19 ოქტომბერს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური