GE

ილიაუნიში საჯარო ლექცია თემაზე „ბუნების ზოგი გამოცანის გადაჭრა ნაწილაკთა დიდი გაერთიანების თეორიით” გაიმართება

1-ლ დეკემბერს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში “ლიგამუსი” ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორთან,ზურაბ თავართქილაძესთან.

საუბრის თემა: „ბუნების ზოგი გამოცანის გადაჭრა ნაწილაკთა დიდი გაერთიანების თეორიით”.

როგორც უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, გასული წლების განმავლობაში მაღალი ენერგიების ფიზიკის სფეროში რამდენიმე მეტად მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩენის მომსწრენი გავხდით. ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენა და ნეიტრონის ოსცილაციათა დადასტურებაწარმოადგენდა წინა სამი წლის ნობელის პრემიის თემებს ფიზიკაში.

უნივერსიტეტის ცნობით, მიუხედავად ამ დიდი წარმატებებისა, კვლავ რჩება რამდენიმე ამოუხსნელი ამოცანა და გაუგებარი საკითხი, რომლებზე პასუხის გაცემაც არ შეუძლია ნაწილაკთა ფიზიკის სტანდარტულ თეორიას. დიდი გაერთიანება წარმოადგენსმეტად მიმზიდველ იდეას, რომელიც გვთავაზობს ბევრი ამოცანის მარტივ და ლამაზ ამოხსნას. მოხსენებაში განხილულ იქნება ეს იდეა და ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეალისტური დიდი გაერთიანების მოდელი; ასევე – თეორიის ექსპერიმენტებით შემოწმების უახლოეს მომავალში დაგეგმილი პერსპექტივები.

დასწრება თავისუფალია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური