ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს განაცხადების მიღებას პრეაქსელერაციის პროგრამაზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექმეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრ Zoomout-ისა და ფაბლაბის ორგანიზებით იწყება განაცხადების მიღება პრეაქსელერაციის პროგრამაზე, რომელიც განხორციელდება 19 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის ჩათვლით.
6-კვირიანი პრეაქსელერაციის მიზანია ხელი შეუწყოს ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს:
- საქართველოს სამეწარმეო ეკოსისტემის გაცნობაში;
- საერთაშორისო და ქართული საინვესტიციო და საგრანტო ფონდების მოძიებასა და განაცხადების დახვეწაში;
- ანტრეპრენერული უნარ-ჩვევებისა და აზროვნების განვითარებაში;
- ტექნოლოგიური სტარტაპიდეების განხორციელებასა და გუნდის განვითარებაში.
პროგრამაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, რომელსაც გუნდში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მინიმუმ ერთი მოქმედი და/ან კურსდამთავრებული სტუდენტი ჰყავს და სურს ინოვაციური იდეების განვითარება და სტარტაპად ჩამოყალიბება.
პროგრამა დასრულდება დემო დღით, რომელზეც მონაწილეები იდეებს გააცნობენ სპეციალურ ჟიურის.
პროგრამაზე შერჩევის კრიტერიუმები:
- იდეის ინოვაციურობა (ინოვაციური მოწყობილობა, სერვისი ან/და პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაცია და ა.შ.) – 10 %
- სტარტაპიდეის რეალისტურობა, განხორციელებადობა – 10 %
- პროგრამაში მონაწილეობის მოტივაცია – 80 %
პროგრამა იყოფა 6 ძირითად ნაწილად:
- იდეების გენერირება და დახვეწა
- პროტოტიპირება და ვალიდაცია
- ბიზნესმოდელის დახვეწა და ფინანსები
- საინვესტიციო ფონდების მოძიება
- საგრანტო განაცხადების დაწერის ტექნიკები
- საინვესტიციო პიჩის მომზადება
13 სექტემბერს, 18:00 საათზე, გაიმართება საინფორმაციო ონლაინშეხვედრა.
შეხვედრაზე რეგისტრაციის ბმული.
პროგრამა დაიწყება 19 ოქტომბერს და დასრულდება 29 ნოემბერს.
ფორმატი: ჰიბრიდული (ონლაინ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
პრეაქსელერაციის პროგრამაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
რეგისტრაციის ვადა: 2024 წლის 25 სექტემბერი, 23:59 საათი.
პროგრამა ხორციელდება პროექტის „უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა“ ფარგლებში, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)” შექმნილი კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია.
- „დაუმორჩილებლობა თავისუფლების საფუძველია!“ – 18:00 საათზე ილიაუნი მსვლელობას გამართავს by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნის მხარდაჭერით TBILISI PR DAYS – თბილისის პიარის დღეები 2024 გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
- ილიაუნიში ილიას კვირეული „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ გაიმართება by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი