GE

კსუ-ის უწყვეტი განათლების სამსახურმა კურსი – ,,ღვინო, ტურიზმი და გასტრონომია“ – განაახლა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურმა მიმდინარე სემესტრიდან ერთ-ერთი ყველაზე მოთხონადი სასერტიფიკატო კურსი – ,,ღვინო, ტურიზმი და გასტრონომია“ – განაახლა.

აღნიშნულ კურსს ღვინის ინდუსტრიითა და ტურიზმით დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ტრენერებმა – კსუ-ს კანცლერის მოადგილემ ქეთევან ჯურხაძემ და გასტრონომიული კულტურის მკვლევარმა დალი ცატავამ სასერტიფიკატო კურსის მსვლელობისას ყურადღება ამ და სხვა თემებზე გაამახვილეს: ღვინის ტიპები, არომატები, მათი აღქმის ზღვრები, ღვინის ზადი, ღვინისა და საჭმლის შეხამება, ღვინო და ტურიზმი, გასტრომონიული კულინარიის ისტორია.

კურსის ფარგლებში, მსმენელებს გარდა ღვინის ტიპოლოგიის, ღვინის მარკეტინგული სტრატეგიისა და სამომხმარებლო კულტურის შესწავლისა, დეგუსტაციის ჩატარების შესაძლებლობაც მიეცათ. მონაწილეებმა დეგუსტაცია როგორც ქართული ღვინოების, ისე ახალზელანდიური, შვეიცარიული და ქვევრში დაყენებული ფრანგული ღვინოების მაგალითზე ჩაატარებს.

კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატი გადაეცათ.

კურსები: „ღვინო, ტურიზმი და გასტრომონია“, „ღვინო და ღვინის კულტურა“ კსუ-ში მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის შექმნიდან ტარდება და მასზე მოთხოვდა დღითიდღე იზრდება.

უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახური მსმენელებს საქართველოსა და მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად თემებზე სხვადასხვა სახის კურსს პერმანენტულად სთავაზობს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური