GE

რატომ გაჭიანურდა უფასო ფაკულტეტების სიის გამოქვეყნება – მინისტრის პასუხი

“რამდენადაც ჩემთვის ცნობილია უფასო ფაკულტეტების ჩამონათვალის შესახებ დოკუმენტი უკვე მომზადებულია გამოსაქვეყნებლად და ვფიქრობ, ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ EDU.ARIS.GE-ს განუცხადა.

ჩვენ დავინტერესდით, რატომ გაჭიანურდა სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების ჩამონათვალის გამოქვეყნება, ვინაიდან ეს თავად მინისტრის განცხადებით, აპრილის თვეში იყო დაგეგმილი.

თამარ სანიკიძის თქმით კი, პროცესი არ გაჭიანურებულა და ის ყოველ წელს თითქმის ერთსა და იმავე დროს არის ხელმისაწვდომი.

“დიდი ცვლილებები არ არის შიგნით, ალბათ ცვლილებები იქნება რაოდენობისა და კვოტების მიხედვით, იმიტომ, რომ უნივერსიტეტები გვაწვდიან. რაიმე სიახლე რომ ყოფილიყო, წინასწარ გავავრცელებდით ინფორმაციას და გვექნებოდა კომუნიკაცია როგორც სტუდენტებთან, ასევე უნივერსიტეტებთან. ამიტომ, მე ვფიქრობ, ტექნიკურ დეტალებთან გვაქვს საქმე,” – განმარტა სანიკიძემ.

უფასო ფაკულტეტები სია 2016–17 სასწავლო წლისთვის აპრილის თვეში გამოქვეყნდება

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური