უმაღლესებში გამოცხადებული ადგილებისა და პროგრამების შესახებ დადგენილება, დიდი ალბათობით, შეიცვლება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილება, რომლითაც 2026-2027 სასწავლო წლისთვის, სახელმწიფო უნივერსიტეტებში საგანმანათლებლო პროგრამებისა (კურიკულუმების) და მათზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობები განისაზღვრა, შესაძლოა, შეიცვალოს. დოკუმენტში ცვლილებებს არ გამორიცხავს თავად პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ამის შესახებ 14 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გამართული დებატების დროს, ოპონენტების მიერ წარმოთქმული კრიტიკის პასუხად ისაუბრა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შრომის ბაზრის ანალიზს, რომლის შედეგადაც, მთავრობამ მისაღებ სტუდენტთა კვოტები დაადგინა, შეუძლია, მსხვილი სფეროები მოიცვას და „თითოეულ სპეციალობას და ქვესპეციალობას ვერ ჩაუღრმავდება“. აქედან გამომდინარე, პრემიერმა გამოთქვა მზაობა, რომ დასაბუთების შემთხვევაში, შესაბამის სამართლებრივ აქტში კვოტების მომატება-დაკლების შესახებ შესწორება შეიტანონ.
„თუ არის გარკვეული ხარვეზები, რაც დასაბუთებული იქნება, რომ საჭიროებს მომატებას, დაკლებას და ა.შ. თითოეულ ასეთ შემთხვევასთან დაკავშირებით, მზად ვართ, რომ შესწორება შევიტანოთ. ამის დრო ჯერ კიდევ არის. აქვე გპირდებით, სადაც იქნება არგუმენტები და მოვისმინეთ არგუმენტები, თითოეულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მზად ვართ, რომ შევიტანოთ შესწორებები.
რაც შეეხება შრომის ბაზრის ანალიზს, ერთ რამეს დავაზუსტებ, რომ შრომის ბაზრის ანალიზს შეუძლია, მსხვილი სფეროები მოიცვას და ვერ ჩაუღრმავდება თითოეულ სპეციალობას და ქვესპეციალობას, შესაბამისად, ეს არ არის შრომის ბაზრის პრობლემა. თუ ხარვეზები გაიპარა, მზად ვართ, რომ ეს ხარვეზები გამოვასწოროთ. ამისათვის დრო არის და მადლობა არგუმენტებისა და კომენტარებისთვის.
მაგალითად, დღეს შეიძლება, ნაკლები იყოს მოთხოვნა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებზე და მომავალში ეს შეიძლება, პოტენციურად გაიზარდოს, შეიძლება, იყო ზრდის პოტენციალი და ეს არის გათვალისწინებული შრომის ბაზრის ანალიზში. ყველა მსხვილი სფერო არის აღებული – სამართალი, მედიცინა, ფუნდამენტური მეცნიერებები და ყველა მიმართულებით არის განსაზღვრული ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად კვოტები. თუ სადმე არის რაიმე ხარვეზი, მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ჩავასწოროთ ის შესაბამისი სამართლებრივი აქტი, რომელიც არის გამოცემული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში, 14 თებერვალს.
ასევე იხილეთ:
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
დღეს 2026 წლის აბიტურიენტები სახელმწიფო უნივერსიტეტებში მისაღები სტუდენტების კვოტებს გაიგებენ – პრემიერ-მინისტრის განცხადება
by ARIS.GE-განათლება
-
ტექნიკურ უნივერსიტეტში ვარაუდობენ, რომ სტუდენტების მიღებას ამ ფაკულტეტებზე გამოაცხადებენ – სია
by ARIS.GE-განათლება
-
პიროვნება და სახელმწიფო „დიდოსტატის მარჯვენის“ მიხედვით, გიორგი I და კონსტანტინე არსაკიძე – აბიტურიენტის საკითხავი (განხილვა)
by რჩევები