როგორი ხელფასებია NAEC-სა და EMIS-ში 2026 წელს – ხელმძღვანელები და მათი მოადგილეები
საქართველოს მთავრობის ორი სხვადასხვა განკარგულებით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში შემავალი სსიპ-ების – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრისა (NAEC) და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) 2026 წლის ბიუჯეტი, საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი განისაზღვრა.
6 თებერვლით დათარიღებული განკარგულებები, რომლებსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, 1-ელი იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდება.
NAEC
დოკუმენტის თანახმად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ხელფასის სახით, თვეში 9 600, ხოლო მისი მოადგილე (3 მოადგილე) 8 500 ლარს მიიღებს.
დეპარტამენტის უფროსის (7 უფროსი) ანაზღაურება 8 000, მისი მოადგილის კი (12 მოადგილე) 7 200 ლარი იქნება.
მთავრობის განკარგულება, რომლითაც ასევე განსაზღვრულია სამსახურის უფროსის, პირველი და მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების თანამდებობრივი სარგოები, ჯამში, 100 პირს ეხება. მათი ხელფასისთვის კი წლიურად 7 000 000 ლარია გათვალისწინებული.
იხილეთ განკარგულება
EMIS
ახალი განკარგულების მიხედვით, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის ანაზღაურება 9 600 ლარი გახდა. რაც შეეხება მის ორ მოადგილეს, ისინი, ხელფასის სახით, თვეში 8 700 და 8 500 ლარს მიიღებენ.
დოკუმენტი EMIS-ში დასაქმებულ 29 პირს, მათ შორის სამსახურის უფროსებს, მათ მოადგილეებს, მთავარ ბუღალტერსა და მთავარ სპეციალისტებს ეხებათ. მათი თანამდებობრივი სარგოსთვის წლიურად განსაზღვრული თანხა კი 1 995 000 ლარია.
იხილეთ განკარგულება
ასევე იხილეთ:
მოამზადა მარიამ იმერლიშვილმა
-
ადამიანის უფლებათა სწავლება და პედაგოგთა ტრენინგები – რას ითხოვს სახალხო დამცველი განათლების მინისტრისგან
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინმეს გინახავთ მსჯელობა იმაზე, რატომ მოდიან წლიდან წლამდე უნივერსიტეტებში უფრო ნაკლებად მომზადებული სტუდენტები?“
by ARIS.GE-განათლება
-
„ეს არის ყველა აბიტურიენტისთვის ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რეგისტრაციის პროცესში“
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე