GE

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების წარდგენის მორიგი ეტაპი 4 ივლისს გაიმართება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განაგრძობს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპის – საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენის მიზნით გასაუბრების პროცესის განხორციელებას.

როგორც სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, გასაუბრება მოხდება იმ კანდიდატებთან, რომლებიც ფლობენ დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელ სერტიფიკატს და რომელთაც განაცხადის ფორმა შეავსეს ვებგვერდზე www.directors.mes.gov.ge  დანართის სახით.

იხილეთ გასაუბრების განრიგი.

გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. ბათუმი, ლადო გუდიაშვილის ქუჩა №4 (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა).

დარჩენილ კონკურსანტებთან გასაუბრების  განრიგი გამოქვეყნდება ეტაპობრივად, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური