გამოქვეყნდა საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა გამოცდის შედეგები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 5 სექტემბერს, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის 3 სექტემბერს ორგანიზებული გამოცდის შედეგებს აქვეყნებს.
შედეგების ნახვა შესაძლებელია პირადი ნომრითა და იმ პაროლის გამოყენებით, რომელიც ტესტირების დღეს გადაეცა აპლიკანტს.
გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულის) დაგროვებას.