პროფესიული პროგრამები რომელთა შესწავლაც დისტანციურად შეგეძლებათ – ბრძანება უკვე ძალაშია
დამტკიცდა იმ პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამების ჩამონათვალი, რომლებიც არ ეფუძნება პროფესიულ საგანმანათლებლო სტანდარტს და რომელთა განხორციელებაც შესაძლებელია სრულად დისტანციური ფორმით.
აღნიშნული წესის საფუძველზე კოლეჯებსა და პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროვაიდერებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, პროფესიულ სტუდენტებსა და მსმენელებს დისტანციურად შესთავაზონ პროფესიული პროგრამების კომპონენტები, ხოლო რიგ შემთხვევაში პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამები განახორციელონ სრულად დისტანციურად.
სრულად დისტანციური სწავლება დასაშვებია პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების იმ პროგრამებზე, რომლებიც არ ეფუძნება საგანმანათლებლო სტანდარტს, იხილეთ პროგრამების ჩამონათვალი:
- მონაცემთა დამუშავება Microsoft Excel-ის საშუალებით;
- Full-stack ვებდეველოპმენტი;
- ციფრული პროდუქტების ტესტირება;
- კიბერუსაფრთხოება;
- Front End დეველოპმენტი – React;
- DevOps მენეჯმენტი;
- Back End დეველოპმენტი: Java;
- IT პროექტების მართვა და ანალიზი: Agile და Scrum მეთოდოლოგია;
- ციფრული რეკლამის მართვა;
- გრაფიკული დიზაინი და UX/UI;
- სოციალური მედიის მართვა.
ბრძანება ასევე ითვალისწინებს პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტით პროგრამის იმ კომპონენტების განსაზღვრას, რომელთა დისტანციურად სწავლება ან/და შეფასებაც იქნება შესაძლებელი.
-
ეს სტუდენტები გამოცდას ზოგად უნარებში ჩააბარებენ, რათა სასწავლო გრანტი მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ – პროცედურა ცნობილია
by საგრანტო კონკურსის სიახლეები
-
რამდენ სტუდენტს მიიღებს დიპლომატიის აკადემია – პროგრამები, ბიუჯეტი, ხელფასები და ყველა სხვა დეტალი
by ARIS.GE-განათლება
-
საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის შვიდი პუნქტი – „26 მაისი ისტორიული დღესასწაულია!“
by ARIS.GE-განათლება