სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ალან სვიდლერმა საჯარო ლექცია გამართა
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ენერგეტიკის კვლევებისა და გარემოს დაცვის ცენტრის დირექტორმა, მეცნიერებათა დოქტორმა ალან სვიდლერმა, ამერიკის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, საჯარო ლექციაზე გამართა თემაზე „ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილება და უსაფრთხოება 21-ე საუკუნეში“.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ლექცია გახსნა და აუდიტორიას მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ: ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში კენ უოლში, ქართული უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
,,პროფესორი სვიდლერი ლიდერია ენერგეტიკული პოლიტიკის ჩამოყალიბების სფეროში და 30-ზე მეტი წლის განმავლობაში იკვლევს ენერგეტიკის საკითხებს. ის არის სან დიეგოს ენერგეტიკის რეგიონული ოფისის დამფუძნებელთა საბჭოს წევრი და დირექტორი. მუშაობდა აშშ-ის სენატში ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე. უკანასკნელ წლებში ის მუშაობს გარემოს გავლენებზე ენერგიის მოხმარებაზე, კლიმატის ცვლილებაზე, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების გავრცელებაზე.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC ) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით”, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს განცხადებაში.
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- განათლების სამინისტრო: კონკრეტული პირები ზეწოლას ახდენენ სკოლებზე – ისინი იჭრებიან საგანმანათლებლო დაწესებულებების ტერიტორიაზე by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
- მინისტრი გაფიცვებზე: „სკოლები და უნივერსიტეტები დაფინანსებას იღებენ იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს სწავლა-სწავლების უწყვეტობა“ by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო