სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე – ვადები და დეტალები

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი 2024–2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის აცხადებს მიღებას სადოქტორო პროგრამებზე.
2024–2025 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ცხადდება მიღება შემდეგ #სადოქტორო პროგრამებზე:
- სამართალი
- საჯარო მმართველობა
- თეოლოგია
საბუთების მიღება (რეგისტრაცია) 2025 წლის 13 იანვრიდან 17 იანვრის ჩათვლით
ტესტირება უცხო ენაში (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) (არ ეხება მათ, ვინც საერთაშორისო სერტიფიკატის საფუძველზე გათავისუფლებულია გამოცდისგან ან სამაგისტრო პროგრამა გავლილი აქვს შესაბამის უცხო ენაზე.) 2025 წლის 21 იანვარი
შენიშვნა: ინგლისურ ენის ცოდნის დადასტურება არანაკლებ B1 დონეზე მოეთხოვებათ იმ კანდიდატებს, რომლებიც აბარებენ ფრანგულ ან გერმანულ ენებს.
ინფორმაცია მიღების პროცედურის პროგრამების, წარსადგენი დოკუმენტაციისა და სხვა დეტალების შესახებ, იხილეთ ბმულზე.
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები საერთაშორისო სიმპოზიუმზე by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტი აცხადებს საერთაშორისო კონფერენციას by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
-
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტმა პოლონეთის განათლების სამინისტროს კვლევითი გრანტი – PROM მოიპოვა by სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი