ევროპის უნივერსიტეტის სტომატოლოგიის პროგრამაში AI ტექნოლოგიით აღჭურვილი სასწავლო პლატფორმა Immersify Education დაინერგა

“ევროპის უნივერსიტეტის“ სტომატოლოგიის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამების სასწავლო პროგრამაში AI ტექნოლოგიით აღჭურვილი თანამედროვე სასწავლო პლატფორმა Immersify Education დაინერგა.
საგანმანათლებლო პლატფორმა Immersify Education გამოიყენება სტომატოლოგიის პროგრამის სტუდენტების, განმახორციელებელი პერსონალისა და პროფესიონალების მიერ 160-ზე მეტ ქვეყანაში. “ევროპის უნივერსიტეტის“ ინიციატივით, მათ შორის, უკვე საქართველოშიც.
პლატფორმა მოიცავს სწავლების სხვადასხვა საგანმანათლებლო სტილს და მასში ჩატვირთული უნიკალური სიმულაციები ეხმარება მომხმარებელს რეალურ კლინიკურ სიტუაციებთან ადაპტაციაში.
“ევროპის უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის და ლექტორებისთვის „Immersify Education“-ის გუნდმა საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარა, სადაც დამსწრეებმა პროგრამის უპირატესობებზე და მის ფუნქციონალზე მიიღეს ინფორმაცია.
ვირტუალური რეალობა, ხელოვნური ინტელექტი და პერსონალიზებული სწავლება სტუდენტებს დაეხმარება თეორიულ მასალასა და პრაქტიკულ უნარებს შორის ურთიერთკავშირის დამყარებაში.
“ევროპის უნივერსიტეტი“ აგრძელებს საგანმანათლებლო პროგრამებში თანამედროვე და ინოვაციური ტექნოლოგიების ინტეგრირებას სწავლების საუკეთესო შედეგების მისაღწევად.
-
“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები თბილისის სააპელაციო სასამართლოში პროცესს დაესწრნენ by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეს ლადო ჭანტურიას და იურისტ ნინო ხაინდრავას შეხვდნენ by ევროპის უნივერსიტეტი
-
“ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები სტრასბურგში ერთკვირიანი მობილობით იმყოფებიან by ევროპის უნივერსიტეტი