GE

„საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში

ავტორი: მურმან კინწურაშვილი სსიპ ალექსანდრე ცინცაძის სახელობის ქალაქ თბილისის 150-ე საჯარო სკოლის და სსიპ ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქალაქ თბილისის 46-ე საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი პედაგოგი, მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

სტატია განკუთვნილია EDU.ARIS.GE-ს პროექტისთვის – „ჩემი სათქმელი განათლებაზე“.

მინდა გამოვეხმაურო EDU.ARIS.GE-ზე განთავსებულ სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოსწავლე არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს, რაც, რა თქმა უნდა, საგანგაშოა და დაუჯერებელი, რომ ევროპაში მათემატიკური საბაზისო ცოდნა მოსწავლეებში დაბალია, რაც ჩემი აზრით, განპირობებულია იმით, რომ სკოლებში მათემატიკის საგნის სწავლება მიმდინარეობს უვარგისი სახელმძღვანელოებით, სადაც არ არის სიღრმისეულად გაშუქებული თეორიული საკითხები, მოსწავლეები არ ფლობენ და ვერ ხედავენ მათემატიკის თეორიული საკითხების, ფორმულების ცნებების განსაზღვრებების გამოყენების პრაქტიკულ მიზნებს, არ იციან ესა თუ ის ფორმულები როგორ გამოიყენონ პრაქტიკული საჭიროებებიდან გამომდინარე დასმული ამოცანის ზუსტ გადაწყვეტაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლოგიკურია, რომ მათი პროცენტული მაჩვენებლებიც მაღალი იქნებოდა.

ევროპულ ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით, რა თქმა უნდა, საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები და დავსვათ კითხვა, ჩვენ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ მათზე უარესი შედეგები არ ვიწვნიოთ.

1. სახელმძღვანელოების რეფორმა

მოქმედებები:

კონტენტის გაუმჯობესება: შევქმნათ სახელმძღვანელოები, რომლებიც ფოკუსირდება არა მხოლოდ თეორიულ საკითხებზე, არამედ პრაქტიკულ გამოყენებაზე. თეორიული მასალა უნდა იყოს ახსნილი მარტივად, ხოლო პრაქტიკული მაგალითები უნდა ასახავდეს რეალური საჭიროებებიდან გამომდინარე ცხოვრებისეული ამოცანების გადაწყვეტას. აქ შეიძლება ასეთი მოსაზრება გამოვთქვათ, რომ საქართველოში მოქმედი ყველა გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ავტორები: (ვეფხვაძე-გოგიშვილი, წილოსანი-ჯაფარიძე, ბექაური-საგინაშვილი, რუხაძე და სხვ) გავერთიანდეთ იმ კონკრეტული მიზნის გარშემო, რომ შეიქმნას ერთიანი ავტორობით დამუშავებული ახალი სახელმძღვანელოები I-XII კლასებისათვის, სადაც უფრო მეტი ყურადღება ექნება დათმობილი თეორიულ და პრაქტიკული სავარჯიშოებს. ასევე, ამ მათემატიკურ წიგნში ვასწავლოთ სხვადასხვა პროგრამები, მაგალითად გეოგებრა, რომ მოსწავლეებს წიგნზე დაყრდნობით შეეძლოთ ურთულესი ამოცანების ამოხსნა, პროგრამული კოდების შექმნა და დაწერა და არა: “არ გაგიჭირდებათ ამის დამტკიცება, დაასრულეთ ამა თუ იმ თეორემის დამტკიცება”, რაც ხშირად გვხვდება სახელმძღვანელოებში.

პრაქტიკული სავარჯიშოები უნდა იყოს დალაგებული მარტივიდან რთულისაკენ და არა პირიქით. ზოგჯერ შეგვხვედრია ისეთი ამოცანები სადაც სჭირდება ისეთი ფორმულების გამოყენება რომელიც შემდეგ თავებში არის ახსნილი და მოსწავლეც გაუგებარ ვითარებაში ვარდება, რომ ეს საკითხი მას ჯერ არ გაუვლია და უწევს მისი მოძიება ინტერნეტში, სხვადასხვა ლიტერატურის გაცნობა, რაც არ მიმაჩნია სწორად. მოსწავლეს თითოეული თემა-საკითხი, თითოეული ფორმულა უნდა მივაწოდოთ რაც შეიძლება მარტივად, მათთვის გასაგები ენით, რომ შეძლოს ამა თუ იმ პრობლემის სიღრმისეული გაანალიზება და შემდგომ შეეძლოს პრობლემის გადაჭრა.

მოსწავლეს უნდა შეეძლოს ახალი მათემატიკური პროგრამების გამოყენება რთული მათემატიკური ამოცანების გადასაჭრელად, მაშინ დაინახავს ის ამ პროგრამის სიდიადეს და მათემატიკის საჭიროებას, თუ როგორ კარგად მუშაობს ესა თუ ის ფორმულა სხვადასხვა სფეროში.(“სილამაზე მათემატიკური სიდიადე“) განა რთულია ასეთი სახელმძღვანელოს შექმნა? -არა, სულაც არა, მთავარია მონდომება და ავტორთა განუზომელი შრომა, რათა შეიქმნას ასეთი სახელმძღვანელოები, რომელიც ვთვლი, რომ გაუძლებს წლებს. თითოეული ასეთი სახელმძღვანელო მინიმუმ 20 წელი დარჩება ქვეყნისა და მომავალი თაობების აღზრდის სამსახურში აღარ იქნება საჭირო ყოველ სამ წელიწადში ახალი სახელმძღვანელოების გამოცემა.

მულტიმედიური მასალები: გამოვიყენოთ ინტერაქციული ციფრული პლატფორმები, ვიდეოგაკვეთილები და ვიზუალური ხელსაწყოები მოსწავლეებისთვის მასალის უკეთ გასაგებად.

2. პედაგოგების პროფესიული განვითარება

მოქმედებები:

ტრენინგები: ჩავატაროთ რეგულარული ტრენინგები პედაგოგებისთვის, რომლებიც მოიცავს თანამედროვე მეთოდოლოგიებს, მათ შორის STEM მიდგომას (მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია, მათემატიკა).

მასწავლებელთა მხარდაჭერა: უზრუნველყოთ პედაგოგები რესურსებითა და ხელსაწყოებით, რომლებიც დაეხმარებათ სწავლების პროცესში.

3. მოსწავლეების მოტივაციის ამაღლება

მოქმედებები:

პროექტებზე დაფუძნებული სწავლება: ჩავრთოთ მოსწავლეები პროექტებში, სადაც მათემატიკის ცოდნა აუცილებელია, მაგალითად, რობოტიკის კონკურსები, ინჟინერიის პროექტები ან ეკონომიკური მოდელირება.

პრაქტიკული მაგალითები: დავანახოთ, როგორ გამოიყენება მათემატიკა სხვადასხვა პროფესიებში (მათ შორის, პროგრამირება, ფინანსები, დიზაინი და ა.შ.).

4. მათემატიკური უნარების შეფასების გაუმჯობესება

მოქმედებები:

ინოვაციური ტესტირების მეთოდები: ტესტებში ჩავრთოთ ამოცანები, რომლებიც ითხოვს პრობლემის გადაჭრას და კრიტიკულ აზროვნებას.

მეტადიაგნოსტიკა: გამოვიყენოთ ტექნოლოგიები მოსწავლეების სუსტი მხარეების იდენტიფიცირებისთვის და მათი განვითარების გეგმის შესაქმნელად.

5. მშობელთა ჩართულობა მოქმედებები:

ინფორმაციული სესიები: ორგანიზება გავუწიოთ მშობელთა შეხვედრებს, სადაც მათ ავუხსნით, როგორ შეუძლიათ დაეხმარონ შვილებს მათემატიკაში.

ოჯახური პროექტები: შევქმნათ პროგრამები, სადაც მშობლები და ბავშვები ერთად იმუშავებენ მათემატიკურ დავალებებზე.

6. საერთაშორისო გამოცდილების ინტეგრაცია

მოქმედებები:

საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება: ჩამოვიტანოთ ევროპული და აზიური ქვეყნების წარმატებული მეთოდები (მაგ., ფინეთის ან სინგაპურის მოდელები).

პარტნიორობა: განათლების სამინისტრომ უნდა დაამყაროს უფრო მეტი კავშირები საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ინსტიტუტებთან.

7. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა

მოქმედებები:

მათემატიკის აპლიკაციები და პროგრამები: დავნერგოთ მობილური აპლიკაციები, რომლებიც ხელს უწყობს თამაშით სწავლებას.

ვირტუალური რეალობა (VR): გამოვიყენოთ VR ტექნოლოგიები მათემატიკური კონცეფციების ვიზუალიზაციისთვის.

8. სისტემური მიდგომა განათლებაში

მოქმედებები:

ეროვნული სტრატეგიის შემუშავება: შევიმუშაოთ გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მოიცავს ყველა ზემოთ ხსენებულ პუნქტს.

წარმატების მონიტორინგი: რეგულარულად შევაფასოთ რეფორმების ეფექტიანობა და საჭიროების შემთხვევაში შევიტანოთ ცვლილებები.

პრაქტიკული ნაბიჯების მაგალითი:

1. 2024 წელს დავიწყოთ არსებული სახელმძღვანელოების რევიზია.

2. 2025 წელს ჩავატაროთ პედაგოგებისთვის სავალდებულო ტრენინგები.

3. 2026 წლიდან დავნერგოთ ციფრული სწავლების ხელსაწყოები ყველა სკოლაში.

4. 2027 წლიდან სკოლებს დავუქვემდებაროთ პროფესიული კოლეჯები რათა ნაკლები მზაობის მოსწავლეები დაინტერესდნენ სხვადასხვა საჭირო პროფესიებით და დაეუფლონ ამ პროფესიებს სიღრმისეულად. (ყველა მოსწავლეს შესაძლოა არ სურდეს უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება).

ასევე იხილეთ:

სახალისო მათემატიკა, მისი წვლილი მათემატიკის შესწავლაში და შინაგანი მოტივაციის გაზრდისათვის – საკლასო მაგალითები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური