500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა
დამტკიცდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი, რომლის თანახმად ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის კურსდამთავრებულები ფინანსურ წახალისებას მიიღებენ.
საუბარია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულითა წახალისების პროგრამის ფარგლებში ბიუჯეტით განსაზღვრულ თანხებზე.
როგორც დამტკიცებულ ბიუჯეტში ვკითხულობთ, პროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ოქროს და ვერცხლის მედალზე კურსდამთავრებულთა წახალისება და სწავლისათვის მოტივაციის გაზრდა.
ვინ მიიღებს ფულად წახალისებას და რა ოდენობით:
ქვეპროგრამა ითვალისწინებს ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული/მუდმივი ბინადრობის მქონე ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული მოსწავლეების 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა ოქროს მედლის შემთხვევაში 10 დამრგვალების გარეშე და იღებს სრული ზოგადი განათლების ოქროს მედალოსნის ატესტატს.
ასევე, ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების 300 (სამასი) ლარის ოდენობით წახალისებას, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულაა 9.8 დან -10 მდე.
“პროგრამით მოსარგებლეები არიან ქალაქ რუსთავის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები. ასევე მოსწავლეები, რომლებიც ქალაქ თბილისში იღებენ სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებს.
“გამონაკლის შემთხვევაში, თუ ოქროს ან ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული სკოლის დამამთავრებელი წლის განმავლობაში ვერ ისარგებლებს აღნიშნული პროგრამით, პროგრამით სარგებლობის უფლება მიეცეს მომდევნო ერთი კალენდარული წლის განმავლობაში.
გამონაკლისი საცხოვრებელი ადგილის რეგისტრაციასთან დაკავშირებით ვრცელდება იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე იმ კურსდამთავრებულ მოსწავლეზე, რომელსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით რეგისტრირებულ მისამართად უფიქსირდება – ქალაქი რუსთავი”, – ვკითხულობთ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტში.
-
2026 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა – რა თანხები აქვს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს
by ARIS.GE-განათლება
-
პრემიერ-მინისტრის 3 განცხადება სხვადასხვა შინაარსით – შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება სტუდენტთა საერთო რაოდენობა?
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება