განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრს, ალექსანდრე წულაძეს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავა, რომელმაც მოადგილის თანამდებობაზე გელა გელაძე ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა და ალექსანდრე წულაძის უწყებაში ცვლილებაც ამით არის გამოწვეული.
რაც შეეხება თამარ ღვამიჩავას სამუშაო გამოცდილებასა და განათლებას, მინისტრის მოადგილის ბიოგრაფიას EDU.ARIS.GE გიზიარებთ:
დაიბადა 1981 წლის 16 ივნისს.
განათლება
2010-2011 – ,,Eerasmus Mundus“ გაცვლითი პროგრამის მონაწილე,დოქტორანტურის საფეხურზე, სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევა, ბულგარეთი, რუსეს უნივერსიტეტი.
06.2017 – სადოქტორო დისერტაციის დაცვის თარიღი, სამართლის დოქტორი
1998-2003 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
აკადემიური საქმიანობა
2024/ დღემდე – მოწვეული ტრენერი იუსტიციის სასწავლო ცენტრში;
2023/დღემდე – იუსტიციის უმაღლესი სკოლის მოწვეული ტრენერი ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით;
2005/დღემდე – თსუ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლის მიმართულების ასისტენტ პროფესორი;
2003-2005 – თსუ იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციული სამართლისა და პროცესის კათედრა – ლაბორანტი;
2002-2003 – თსუ იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საფუძვლების კათედრა – ლაბორანტი.
სამუშაო გამოცდილება
12/2024-დღემდე – საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე;
09/2020-09/2024– იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
03/2021-12/2024 –იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი;
ტრენინგები:
10-14/11/2008 – (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება – GIZ, კონდრად ადენაუერის სახელობის ფონდი kondrad- Adenauer – stiftung) ტრენერთა საკვალიფიკაციო სემინარი ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, “სახელმწიფო უწყებებში მომუშავე საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამისათვის.”
20-24/07/2009 – (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება – GIZ, კონდრად ადენაუერის სახელობის ფონდი kondrad_Adenauer_stiftung) სემინარი ზოგად ადმინისტრაციულ სამართალში, “სახელმწიფო უწყებებში მომუშავე საჯარო მოხელეების გადამზადების პროგრამისათვის”
6-7; 12-13/07/2011 – (USAID) “თანამედროვე სწავლების მეთოდები”
29-31/03/2013 – (USAID) “თანამედროვე სწავლების მეთოდები”
9-10/06/2014 – (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ) “კაზუსების ამოხსნის მეთოდი ადმინისტრაციულ სამართალში”
7-9/12/2015 – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი TCJ, (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ) “კაზუსის განხილვის გერმანული მეთოდი ადმინისტრაციულ სამართალში.”
7-9/06/2024 – იუსტიციის უმაღლესი სკოლა, German Cooperation “ტრენერთა ტრენინგი”.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, თამარ ღვამიჩავა არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
ასევე იხილეთ:
განათლების მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს – ბიოგრაფიები
განათლების მინისტრის ექვსი მოადგილიდან 1-ელი მოადგილე 37 წლის გიორგი მოდებაძე იქნება – ბიოგრაფია
განათლების მინისტრს 1 პირველი და 5 სხვა მოადგილე ეყოლება – ცვლილება უწყების დებულებაში
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება
- აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტი განახლდა – ბრძანება by ARIS.GE-განათლება
- როგორ იცვლებოდა პედაგოგების რიცხოვნობა საჯარო და კერძო სკოლებში – 2020-2024 წლები by ARIS.GE-განათლება