GE

შესაძლოა, მოსწავლეებს სკოლაში წიგნების ტარება აღარ დასჭირდეთ

“სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენი მოსწავლეების ჩანთები არის ძალიან მძიმე,” – ამის შესახებ განათლბის მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად, მოსწავლეთა ჩანთის ჯამური წონა 2017 წლიდან შემცირდება.

“სერიოზული პრობლემაა, რომ ჩვენი მოსწავლეების ჩანთები არის ძალიან მძიმე. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. ერთი არის ძალიან ბევრი, დიდი და მძიმე წიგნი, რომელიც ყოველდღიურად დააქვთ სკოლაში. ადრე, ამ თემაზე აქცენტი გაკეთებული არ ყოფილა. ახლა მიმდინარეობს ახალი სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი და ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით შევზღუდეთ ჩანთის ჯამური წონა. ასე რომ, შემიძლია დაგპირდეთ, რომ ახლა სექტემბერში ვერ, მაგრამ მომავალ სექტემბერს ჩანთები გაცილებით მსუბუქი იქნება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

განათლების მინისტრმა ელექტრონული წიგნების შემოღების საკითხეც ისაუბრა. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ელექტრონული წიგნების შემოღების შემთხვევაში, მოსწავლეებს არჩევანი ექნებათ – ატარონ თუ არა წიგნი სკოლაში.

“ვმუშაობთ microsoft-თან და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებთან, რომ ელექტრონული წინგების კონცეფცია მოვსინჯოთ. რა თქმა უნდა, ეს იქნება არჩევითი და ყველა ოჯახი თვითონ გადაწყვეტს უნდა თუ არა, რომ მისმა შვილმა ელექტრონული წიგნებით ისარგებლოს . ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში, აუცილებელად ორივე ალტერნატივა უნდა შევთავაზოთ მოსწავლეს. ბევრ ქვეყანაში, მშობლები წყვეტენ, რომ სახლში აქვს ბავშვს ქაღალდის წიგნები, მაგრამ სკოლაში არ დაატარებს ამ წიგნებს და აქვს კომპიუტერი, ან ტაბლეტი, ან რაიმე საკითხავი მოწყობილება”, – განაცხადა ჯეჯელავამ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური