GE

შეუნარჩუნდება თუ არა საავიაციო უნივერსიტეტს ავტორიზაცია, 3 თვეში გაირკვევა

საქართველოს საავიაცო უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის მინიჭების შესახებ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი გადაწყვეტილებას დაახლოებით 3 თვის განამვლობაში მიიღებს.

ამის შესახებ Aris.geგანათლებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხარისხის განვითარების სამმართველოს უფროსმა ლაშა მარგოშვილმა განუცხადა.

საავიაციო უნივერსიტეტი 2015 წლის ივლისის თვემდე იმყოფება ინსტიტუციური აკრედიტაციის რეჟიმში ანუ მისი პროგრამები აკრედიტირებულად ითვლება, სტუდენტები საბაკალავრო და სამაგისტრო დაფინანსებასაც (გრანტსაც) იღებენ და გაცემული დიპლომები კი სახელმწიფოს მიერ არის აღიარებული. მიმდინარე წლის იანვრის თვეში უნივერსიტეტმა საავტორიზაციო განაცხადი წარმოადგინა და კიდევ ხუთი წლის ვადით ავტორიზაციის მიღების სურვილი გამოთქვა. ახლა უკვე ექსპერტები უნდა მივიდნენ, შეაფასონ, აკრედიტაციის სტანდარტებით შეამოწმონ დაწესებულების რესურსები, შემდეგ კი ავტორიზაციის საბჭომ ეს საკითხი დაახლოებით სამი თვის ვადაში უნდა განიხილოსმეტით გადავადება არ შეიძლება ანუ მაძიებლად ცნობის ბრძანებიდან 90 დღის ვადაში უნდა დამთავრდეს ადმინისტრაციული წარმოება. ჯერჯერობით ექსპერტები უნივერსიტეტში არ მისულან და წინასწარ არაფერი არ ვიცით,”, – აღნიშნა ლაშა მარგოშვილმა და დასძინა, რომ საავიაციო უნივერსიტეტს საავტორიზაციო განაცხადი გასული წლის სექტემბრის თვეშიც ჰქონდა შეტანილი, ექსპერტებმა შეამოწმეს, თუმცა მათ მიერ გამოტანილი დასკვნის შემდეგ ადმინისტრაციული წარმოება სასწავლებელმა მისივე სურვილით დეკემბრის თვეში შეწყვიტა და განმეორებითი განაცხადი იანვრის თვეში შეიტანა.

მისივე თქმით, ივლისის თვემდე უნივერსიტეტი მიიჩნევა აკრედიტირებულად. შესაბამისად, არც სტუდენტებს აქვთ სანერიულო და აბიტურიენტებსაც აქვთ საავიაციო უნივერსიტეტის არჩევის უფლება. თუ საბჭომ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო და ავტორიზაცია არ მიანიჭა მაშინ იგი სიიდან იქნება ამოღებული და პირველკურსელებსაც ვერ მიიღებს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრში ავტორიზაციის შესახებ განცხადების შეტანის ფაქტს საავიაციო უნივერსიტეტი „facebook”-ის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშიც ადასტურებს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსამზადებელი პროცესი. განაცხადი შეტანილია და ველოდებით აკრედიტაციის ჯგუფს. გვინდა დავამშვიდოთ ყველა სტუდენტი და მშობელი, პანიკის საფუძველი არ არსებობს. უნივერსიტეტი განათლების სამინისტროს ვებგვერდზე აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სიაშია”, – ნათქვამია საავიაციო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს რა გადაწყვეტილებას მიიღებს აკრედიტაციის საბჭო, თუმცა საავიაციო უნივერსიტეტი სტუდენტებს და აბიტურიენტებს პანიკისგან თავის შეკავებას ურჩევს.

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური