„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა“ და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს უნივერსიტეტის რექტორმა, გოჩა თუთბერიძემ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ მოაწერეს ხელი.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ ღონისძიებებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და პროფესიული შესაძლებლობების გაფართოებას შეუწყობს ხელს.
თანამშრომლობის მთავარი მიზანია უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო პრაქტიკის უზრუნველყოფა და მათი პროფესიული განვითარება.
ინიციატივა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, აკადემიური ცოდნა სამუშაო გარემოში განამტკიცონ და სახელმწიფო სერვისების მიწოდების პროცესს უშუალოდ იუსტიციის სახლში გაეცნონ.
-
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტსა” და “ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას’’ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ქუთაისის უნივერსიტეტი
-
ქუთაისის უნივერსიტეტში მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის – პროგრამები, ვაკანტური ადგილები და სწავლის საფასური
by ქუთაისის უნივერსიტეტი
-
ქუთაისის უნივერსიტეტსა და აშშ-ის „უესტკლიფის უნივერსიტეტს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
by ქუთაისის უნივერსიტეტი