ალტე უნივერსიტეტის სამმა პროექტმა ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში დაფინანსება მოიპოვა
ალტე უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის მიერ მომზადებულმა 3-მა პროექტმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, სადაც ყოველწლიურად 600-მდე პროექტი მონაწილეობს, დაფინანსება მოიპოვა.
ალტე უნივერსიტეტის მიერ 6 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამარჯვებული პროექტებია:
„აუტისტური სპექტრის აშლილობების ადრეული აღმოჩენა: ფოლატის რეცეპტორის აუტოანტისხეულებისა და M-CHAT-R ქულის კორელაცია“. პროექტი ორი მნიშვნელოვანი მიმართულების – ბიოლოგიური მარკერებისა და ქცევითი სკრინინგის ურთიერთკავშირის შესწავლას ემსახურება. პროექტის ავტორები: დავით ჩახუნაშვილი და კონსტანტინე ჩახუნაშვილი.
„ნეიროვასკულური შეწყვილების (NVC) შეფასება კოგნიტური დარღვევების მქონე პაციენტებში ფუნქციური ტრანსკრანიული დოპლეროგრაფიით (fTCD) და აუდიტორული გამოწვეული პოტენციალებით (AEP)“. პროექტი ორიენტირებულია კოგნიტური დარღვევების მქონე პაციენტების მდგომარეობის სიღრმისეულ შესწავლაზე ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით. პროექტის ავტორები: მარინა ალფაიძე და ეკა აბჟანდაძე.
„ელექტრული სტიმულაციის რეგენერაციული ეფექტები ტრავმირებული ჰიპოკამპური ორგანოტიპური კულტურის მიკროქსელებზე“. კვლევის მიზანია ჰიპოკამპის ტრავმით გამოწვეული ელექტროფიზიოლოგიური და მორფოლოგიური დისფუნქციების კორექციის შესწავლა თეტა სიხშირის ელექტრული სტიმულაციის გამოყენებით. პროექტის ავტორები: დავით აფხაზავა და ცეზარ გოლეთიანი.
აღსანიშნავია, რომ პროექტების მომზადებისა და რეგისტრაციის ყველა ეტაპზე აქტიურად იყო ჩართული ალტე უნივერსიტეტის კვლევების ხელშეწყობისა და პროექტების განვითარების დეპარტამენტი.
აღნიშნული წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს ალტე უნივერსიტეტის მზარდ პოტენციალს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განვითარების მიმართულებით.
-
ალტე უნივერსიტეტი პროფესიების რეგიონულ ტურნეს იწყებს
by ალტე უნივერსიტეტი
-
ალტე უნივერსიტეტი „პროფესიების რეგიონულ ტურნეს” იწყებს – პირველი ფორუმი თელავში გაიმართება
by ალტე უნივერსიტეტი
-
გაზრდილი საპრიზო ფონდი და უნიკალური შესაძლებლობა სკოლის მოსწავლეებისთვის – ალტე უნივერსიტეტის START-UP მარათონი 2026 იწყება
by ალტე უნივერსიტეტი