გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიური ზამთრის ბანაკი გაიმართა
მიმდინარე წლის 2-5 მარტს, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ყოველწლიური ზამთრის ბანაკი გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ 6 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბანაკმა 50 სტუდენტს უმასპინძლა, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი უნივერსიტეტის აკადემიურ, სპორტულ და შემოქმედებით ცხოვრებაში.
ბანაკის მიმდინარეობისას სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ აქტივობებში, რაც ხელს უწყობს გუნდური მუშაობის უნარების განვითარებასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერასა და მსგავსი პროექტების განხორციელებას.
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაასტრიხტის უნივერსიტეტის გუნდთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩინეთში, აზიის მეცნიერებათა აკადემიის გენერალურ ასამბლეასა და სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობდნენ
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა მიღების საზეიმო ღონისძიება გაიმართა
by გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი