„ევროპის უნივერსიტეტში“ არქეოლოგიის IV საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება
6, 7, 8 მარტს „ევროპის უნივერსიტეტში“, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და „ევროპის უნივერსიტეტის“ აკადემიკოს ანდრია აფაქიძის სახელობის არქეოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით, არქეოლოგიის IV საერთაშორისო სამეცნიერო სესია გაიმართება.
უნივერსიტეტის მიერ 4 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, სესიაზე წარმოდგენილი იქნება არქეოლოგიური ექსპედიციების საველე კვლევა-ძიების ანგარიშები.
ღონისძიება ეძღვნება აკადემიკოს მალხაზ აბდუშელიშვილის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი (თბილისის, რუსთავის, მცხეთის, ქუთაისის, ბათუმის, თელავის სამეცნიერო ცენტრები), ასევე უცხოელი არქეოლოგები (ავსტრია, პოლონეთი).
სესია 11:00 საათზე დაიწყება.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი