განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის მოადგილეთა რაოდენობა იზრდება – ბრძანება
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებული სსიპ-ის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს ორის ნაცვლად სამი მოადგილე ეყოლება.
სტრუქტურული ცვლილების შესახებ განათლების მინისტრის მიერ 27 თებერვალს ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომელიც უკვე ძალაშია.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი“, – წერია ბრძანებაში.
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სტრუქტურა ამჟამად ასე გამოიყურება: სტრუქტურა
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მენეჯმენტი
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სამსახურის უფროსები
-
ჟურნალისტის ვაკანსია – EDU.ARIS.GE (2026)
by ARIS.GE-განათლება
-
როგორ დაკომპლექტდება წინსვლის მსურველი მასწავლებლის შეფასების კომისია – მუშაობის წესი და eSchool-ში შექმნის ინსტრუქცია
by ARIS.GE-განათლება
-
რატომ გვაქვს ისევ მნიშვნელოვანი ჩამორჩენა, თუ საქართველოში დაბალი მიღწევის მქონე მოსწავლეთა წილი შემცირდა? – რას წერს განათლების ეროვნული კვლევების ცენტრი
by ARIS.GE-განათლება