რამდენი ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს საქართველოში – უახლესი მონაცემები ცნობილია (2025-2026 სასწავლო წელი)
საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2026 წლის თებერვალში გამოქვეყნებული უახლესი ინფორმაციით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 2025-2026 სასწავლო წელს 44.4 ათასი შეადგინა.
როგორც საქსტატის მიერ მომზადებულ უნივერსიტეტების მაჩვენებლებში ვკითხულობთ, ეს 19.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.
საქსტატი წერს, რომ 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 45 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64.1 პროცენტი ქალაქ თბილისშია.
ასევე იხილეთ:
-
კრიპტო ვაჭრობა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიების მართვა, კიბერ ინციდენტებზე რეაგირება… – ახალი პროფესიები ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოში
by აბიტურიენტებისათვის
-
აქტივობები პირველკლასელებისთვის წინასაანბანო ეტაპიდან ანბანამდე – ერთი პედაგოგის ნაფიქრი
by ამბები ზოგადი განათლებიდან
-
როგორ არის დაშვებული კლას-კომპლექტების შექმნა მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში განახლებული ესგ-ის თანახმად
by ARIS.GE-განათლება