GRUNI-ში სკოლის ლიდერებისთვის პროფესიული განვითარების ონლაინტრენინგი გაიმართა
5 მარტს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ხელმძღვანელებისა და მენეჯერებისათვის, პროფესიული განვითარების ონლაინტრენინგი „AI ინსტრუმენტები სკოლის ლიდერებისთვის: ლიდერობის გაძლიერება ციფრულ ეპოქაში“ გაიმართა.
უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტრენინგი ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა და მასში გრუნის პარტნიორები: თბილისის, ქუთაისის, ჭიათურის, გეგუთის, წყალტუბოს საჯარო სკოლების დირექტორები და მენეჯერები მონაწილეობდნენ.
ტრენინგს უძღვებოდა ჯოშუა მაკლივერი – ინგლისური ენის სპეციალისტი და არიზონას უნივერსიტეტის ინსტრუქტორი, რომელიც საქართველოში, English Language Specialist Program-ის ფარგლებში იმყოფება.
აღნიშნული პროგრამა ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობასა და პროფესიულ განვითარებას ინგლისური ენის სწავლებისა და ლიდერობის სფეროში.
ტრენინგის მონაწილეები გაეცნენ AI ინსტრუმენტებს, რომლებიც სკოლების ადმინისტრაციას გადაწყვეტილებების მიღებაში, კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, სტრატეგიულ დაგეგმვასა და ციფრული ტრანსფორმაციის ეფექტიან მართვაში დაეხმარება.
-
GRUNI-ს მედიაციის ცენტრი ახალ სასწავლო წელს ახალი პროექტებითა და ინიციატივებით იწყებს
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Welcome Party 2026 გაიმართა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ს პროფესორი პარიზში გამართულ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობდა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი