სკოლის მოსწავლეებისთვის კონკურსი ,,იაკობ გოგებაშვილი ილუსტრაციებში” გამოცხადდა
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 175 წლის იუბილესთან დაკავშირებით სკოლის მოსწავლეებისათვის კონკურსს ,,იაკობ გოგებაშვილი ილუსტრაციებში” აცხადებს.
კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით შექმნან ილუსტრაციები.
სასკოლო კონკურსში მონაწილეობა შეიძლიათ საჯარო და კერძო სკოლის I-XII კლასების მოსწავლეებს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებმა მათი მოსწავლეების ნიმუშევრები უნდა წარადგინონ სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
საკონკურსო ნამუშევრებს განიხილავს განათლების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივიი აქტით შექმნილი კომისია და თიოთეულ ასაკობრივ ჯგუფში გამოვლინდება 5-5 გამარჯვებული. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით.
კონკურსანტებმა ილუსტრაციები უნდა მოამზადონ არაუგვიანეს 2015 წლის 30 ოქტომბრისა.
კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
-
„2025 წელს, ქართული განათლების სისტემის ისტორიაში პირველად, სახელმწიფო ენის გამოცდა ჩატარდება“
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
განათლების მინისტრის მოადგილე განმარტავს, რა შემთხვევაში დაგჭირდებათ სკოლის დირექტორის თანხმობა რეპეტიტორობისთვის
by ARIS.GE-განათლება
-
ორ სკოლაში საქმიანობისთვის ხელმძღვანელის თანხმობა დაგჭირდებათ – განათლების სამინისტროს განმარტება სკოლებისა და უმაღლესებისთვის
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო