GE

„უამრავი კარგი წიგნი არსებობს და ნამდვილად ვურჩევდი ახალგაზრდა თაობას“–ვაჟა აზარაშვილის წიგნების სია

რა უნდა წავიკითხოთ და რატომ, რა თანმიმდევრობით უნდა ვიკითხოთ, EDU.ARIS.GE-ს რუბრიკაში „ჩემი წიგნი“ გთავაზობთ კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის მოსაზრებას, თუ საიდან უნდა დავიწყოთ წიგნის კითხვა, გონებრივი გაზრდა და განვითარება:

“კითხვა სკოლაში შესვლისთანავე დავიწყე. ნამდვილად არ მახსოვს რომელი იყო პირველი წიგნი, თუმცა ალბათ ზღაპრები იქნებოდა. ბევრი წიგნია, რომელიც მიყვარს. უმარავი სამაგიდო წიგნი მაქვს, თუმცა არ გაგიკვირდებათ გითხრათ, რომ უფრო მეტი ნოტები მაქვს. ახლა ნაკლები დრო მაქვს პროზა ვიკითხო, მუსიკის დაწერას ძალიან დიდი შრომა უნდა, მუდმივი მუშაობა, თუმცა პოეზია ძალიან მიყვარს და ვცდილობ ვიკითხო ხოლმე. უამრავი კარგი წიგნი არსებობს და ნამდვილად ვურჩევდი ახალგაზრდა თაობას. მათ შორის უპირველეს ყოვლისა „დათა თუთაშხია“, „ბიძია თომას ქოხი“ და ქართველი პოეტების ლექსები. ახლა, სამწუხაროდ, წიგნების კითხვის დრო აღარ მაქვს, მუსიკა უფრო დიდი დოზითაა ჩემს ცხოვრებაში,“ – განუცხადა EDU.ARIS.GE-ს ვაჟა აზარაშვილმა.

აქვე გთავაზობთ იმ წიგნებისა და ავტორების ჩამონათვალს, რომელიც ვაჟა აზარაშვილის აზრით განათლებისა და წიგნიერების ფუნდამენტია:

  • ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“
  • შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსები
  • გალაქტიონ ტაბიძის პოეზია
  • ალექსანდრე პუშკინის შემოქმედება
  • ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხი“
  • ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“
  • მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალი“

სხვა სტუმრები რუბრიკაში “ჩემი წიგნი”

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური