„უმჯობესია, ბაკალავრიატის სტუდენტების შემთხვევაშიც, დაფინანსების მხოლოდ 100 %-იანი სისტემა არსებობდეს“
,,მიმაჩნია, რომ ნაწილობრივი დაფინანსების სისტემას (30,50,70,100 %-იანი) უმჯობესია, ბაკალავრიატის სტუდენტების შემთხვევაშიც დაფინანსების მხოლოდ 100 %-იანი სისტემა არსებობდეს“,- ამის შესახებ Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, გორში მაგისტრობის მსურველთა საგამოცდო რეგისტრაციის გაცნობის შემდეგ განუცხადა.
Aris.ge-განათლებამ მაია მიმინოშვილს მაგისტრობის მსურველთა მიერ გამოთქმული კრიტიკული პოზიცია გააცნო, რომლის თანახმად, „საერთო სამაგისტრო გამოცდები შეგნებულად არის გართულებული და სახელმწიფო მათთვის დაფინანსების მხოლოდ 100%-იან სისტემას იმის გამო იყენებს, რომ ქვეყანაში ბევრი მაგისტრი არ სჭირდება.“ როგორც ცნობილია, დღეს მოქმედი დაფინანსების სისტემის თანახმად, მაგისტრობის მსურველი ან 100%-იან გრანტს იღებს, ან საერთოდ არ ფინანსდება.
მიმინოშვილის შეფასებით, სამინისტოსთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანას რაც შეძლება მეტი უმაღლესი განათლების მქონე სტუდენტი ჰყავდეს.
,,საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა, სამინისტრო გამოცდებს მაგისტრატურის მსურველთათვის ხელოვნურად ართულებდეს, არარეალურად მეჩვენება. თუმცა სამინისტროს პრიორიტეტებზე მე ვერ ვისაუბრებ და ამ საკითხებზე შემიძლია მხოლოდ პერსონალური შეფასებები შემოგთავაზოთ. მიმაჩნია, რომ ნაწილობრივი დაფინანსების სისტემას (30,50,70,100%-იანი დაფინანსება,) უმჯობესია, ბაკალავრიატის სტუდენტების შემთხვევაშიც, დაფინანსების მხოლოდ 100 %-იანი სისტემა არსებობდეს“,- განმარტა ARIS.GE განათლებასთან საუბრისას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
მაია მიმინოშვილი Aris.ge-განათლებასთან საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეთა იმ წუხილსაც გამოეხმაურა, სადაც ისინი გამოცდების სირთულესა და გამოცდისთვის განკუთვნილი დროის სიმცირეზე საუბრობენ.
,,საერთო სამაგისტრო გამოცდების პროცესი მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი, რადგან მათ უწევთ პროფესიული გამოცდის ჩაბარებაც. რაც შეეხება სირთულეს, აღნიშული პროგრამა მრავალჯერაა აპრობირებული. ამდენად, ვფიქრობთ, აქ რაიმე განსაკუთრებულ სირთულეზე საუბარი არ უნდა იყოს. გასათვალისწინებელია, რომ სტუდენტებს ოთხ ნაწილიანი გამოცდიდადან სამი მათგანის დაძლევის შემთხვევაშიც აქვთ ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა,“ – აღნიშნა მაია მიმინოშვილმა.
იმის გათვალისწინებით, რომ ბაკალავრიატისგან განსხვავებით, მაგისტრატურის სტუდენტებს მხოლოდ 100 % – იანი გრანტის მიღების შესაძლებლობა გააჩნიათ, ხოლო სახელმწიფო გრანტისთვის განკუთვნილი თანხა ორი მილიონი ლარით განისაზთვრება, მიმონოშვილი ჩვენთან საუბრისას სურვილს გამოთქვამს, რომ სახელმწიფო გრანტისთვის განკუთვნილი თანხა გაიზარდოს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გაცილებით მეტმა 100%-ით დაფინანსებულმა სტუდენტმა ისწავლოს.
საერთო სამაგისტრო გამოცდები დღეს სრულდება, მნიშვნელოვანია, რომ სამაგისტრო გამოცდებში წელს 12 500 -ზე მეტმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა, არ გამოცხადდა რამდენიმე პროცენტი.
რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის 4 ნაწილის ნიმუშებს, მათ გამოქვეყნებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 21 ივლისს გეგმავს.
რას ამბობენ საერთო სამაგისტრო გამოცდიდან გამოსული მაგისტრობის კანდიდატები
გიორგი ედიშერაშვილი – გორი
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება