ზოგად უნარებში ზღვარი აბიტურიენტების 16%–მა ვერ გადალახა – გამოცდები 2016
დღეს 12:00 საათზე აბიტურიენტები ზოგადი უნარების პირველად შედეგების გაეცნობიან.
ამის შესახებ ჟურნალისტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განუცხადა.
მიმინოშვილის ინფორმაციით, ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, (24 ქულა) 16–მა პროცენტმა ვერ გადალახა, რაც დაახლოებით 6 000–მდე აბიტურიენტია.
მისივე თქმით, ტესტის 4–ვე ვარიანტი თითქმის თანაბარი სირთულის იყო. თუმცა, შედარებით უფრო რთული იყო მესამე ვარიანტი. ამიტომაც, გაიგივების შედეგების მიხედვით, პირველი, მეორე და მეოთხე ვარიანტებში გამსვლელი ქულა 24 და მეტია, ხოლო მესამე ვარიანტისთვის, ვინაიდან შედარებით უფრო რთული იყო, გამსვლელი ქულა 23 და მეტია.
მაია მიმინოშვილის თქმით, ყველა აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა ნახოს საკუთარი ნაშრომები. მათ შედეგების გაგება მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეეძლებათ. მათ საიდენტიფიკაციო კოდი უნდა გააგზავნონ ნომერზე 9 3 3 3 3. რისი საფასურიც 50 თეთრი იქნება.
ზოგადი უნარების გამოცდა წელს 38 500–ზე მეტმა აბიტურიენტმა ჩააბარა.
ზოგადი უნარების შედეგები გამოქვეყნდა – გამოცდები 2016
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
ეკა არის© წივწივაძე
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება