GE

ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა

ალტე უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით, ანი ამირანაშვილმა ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო კონფერენციაში – Going Global 2026 – Future-ready Tertiary Education მიიღო მონაწილეობა.

უნივერსიტეტის მიერ 24 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციით, კონფერენცია 17-19 ნოემბერს სტამბოლში გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებების 300-მდე ლიდერი მონაწილეობდა.

კონფერენციის ფარგლებში ანი ამირანაშვილი ეწვია ილდიზის ტექნიკურ უნივერსიტეტს (Yildiz Technical University), რომელიც თურქეთის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში ის უნივერსიტეტის აკადემიურ პროგრამებს, ასევე კვლევისა და ინოვაციებისა და მეწარმეობის ცენტრებს გაეცნო. გარდა ამისა, ვიცე-პრეზიდენტი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, მათ შორის რექტორს, პროფესორ ეიუპ დებიკს (Prof. Dr. Eyüp Debik) შეხვდა.

2004 წლიდან ბრიტანეთის საბჭოს კონფერენცია Going Global საერთაშორისო განათლების ლიდერებისთვის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული პლატფორმაა. ის მონაწილეებს კავშირების დამყარების, ცოდნის გაზიარებისა და გლობალური ქსელის შექმნის შესაძლებლობას სთავაზობს, რათა უმაღლესი და პროფესიული განათლების მომავალი ერთობლივად განსაზღვრონ.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური