GE

ესეების კონკურსი „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“

კონკურსი “მასწავლებლები კონსტიტუციაზე” წარმატებით დასრულდა. ჟიურიმ სულ 207 ნამუშევარი მიიღო, საიდანაც საქართველოს რეგიონებისა და რაიონების მიხედვით, 16 გამარჯვებული გამოვლინდა. დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში 9 ოქტომბერს გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო კონკურსის ყველა მონაწილე, რომელთაც სპეციალური სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. 16 გამარჯვებული ფულადი ჯილდოს მფლობელი გახდა. ისინი პირადად გიორგი მარგველაშვილმა დააჯილდოვა.

EDU.ARIS.GEმ თითოეული გამარჯვებული ესეს შესახებ 16 ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც მასწავლებლები თავიანთ ნაშრომს მკითხველს პირადად აცნობენ.

ესეების კონკურსის “მასწავლებლები კონსტიტუციაზე” გამარჯვებულთა ყველა ვიდეორგოლი იხილეთ ბმულზე.

ვიდეორგოლები ერთ სივრცეში იხილეთ EDU.ARIS.GE-ს “იუთუბის” არხზე.

ინფორმაცია კონკურსის შესახებ

ჩვენი მკითხველისთვის უკვე ცნობილია, რომ საგანმანათლებლო პორტალმა EDU.ARIS.GE, საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით ესეების კონკურსი გამოაცხადა სახელწოდებით – „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქმედ, ყოფილ და პენსიაზე გასულ მასწავლებელს, სკოლის მოქმედ დირექტორს, დირექტორის მოადგილეს (რომელთაც შეუძლიათ პროფესიაში ყოფნის დადასტურება).

კონკურსანტები ერთმანეთს სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, რაიონებისა და რეგიონების ფარგლებში შეეჯიბრებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯამში კონკურსს 16 გამარჯვებული ეყოლება. საუკეთესო ესეების ავტორები (თითოეული რეგიონიდან ერთ-ერთი) ფულადი პრიზით 500 ლარის ოდენობით დაჯილდოვდებიან.

საუკეთესო ესეების ავტორებს სპეციალურად მიძღვნილ ცერემონიალზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დააჯილდოვებს!

იხილეთ დეტალური ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობისა და პირობების შესახებ 

„მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ გამარჯვებულებს კომპეტენტური და საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი ჟიური გამოავლენს. ესენი არიან: კონსტიტუციონალისტი – დიმიტრი გეგენავა, ფილოლოგი და ლინგვისტი, პროფესორი ცირა ბარბაქაძე, ლიტერატურათმცოდნე და მწერალი გიორგი კეკელიძე, ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე.

ძვირფასო მასწავლებლებო, გამოიყენეთ ეს შანსი და მიიღეთ მონაწილეობა კონკურსში! ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის ჩამოყალიბებაში, თქვენი აზრი, როგორც თაობების გამზრდელი საზოგადოებისა, უდიდესია. მოგიწოდებთ, იყავით აქტიურები და გახსნილები, ისაუბრეთ პიდაპირ და დაუფარავად!

მიიღეთ მონაწილეობა თქვენ და მიაწოდეთ ინფორმაცია კონკურსის შესახებ თქვენს კოლეგებსა და ყოფილ მასწავლებლებს. ჩვენი მიზანია საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი პედაგოგის, მასწავლებლის პოზიციის მოსმენა და საზოგადოებისთვის გაცნობა. მიაწოდეთ მათ ეს ბმული: edu.aris.ge/ese, ან გააზიარეთ ის თქვენს პირად გვერდზე.

ამასთან, თხოვნით მივმართავთ სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომელთაც ასევე აქვთ კონკურსში მონაწილეობის უფლება და გამარჯვების შანსი. ამობეჭდეთ ჩვეულებრივ პრინტერზე კონკურსის პოსტერი და განათავსეთ ის თქვენი ადმინისტრირების ქვეშ მყოფი სკოლის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. ამობეჭდვისთვის დააკლიკეთ ამ ბმულზე.

კონკურსი „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ აქტიურად შუქდება სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ. იხილეთ მედიის გამოხმაურება კონკურსის შესახებ.

უკვე ცნობილია ესეების კონკურსის „მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ ჟიურის წევრთა ვინაობა

იხილეთ ხშირად დასმული კითხვები და პასუხები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
aris.ge-adm