1-ლი თუ 1-ელი? – გამოცდების ცენტრის პასუხი აბიტურიენტებს სწორი ფორმის შესახებ
2022 წლის აბიტურიენტებში დაბნეულობა გამოწვია ენათმეცნიერების ინსტიტუტის წლევანდელმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც რიგობითი რიცხვითი სახელის, 1-ელის, ჩაწერის ფორმა შეიცვალა.
ცვლილებების თანახმად, მცდარად არის მიჩნეული წერის ფორმა: 1-ლი, 1-ლმა, 1-ლს და ა.შ. აღნიშნული ციფრი უნდა გამოისახოს შემდეგნაირად: 1-ელი, 1-ელმა, 1-ელს, 1-ელის, 1-ელით, 1-ელად.
იმის გასარკვევად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რომელი ფორმის გამოყენება არ ჩაითვლება შეცდომად, აბიტურიენტებმა EDU.ARIS.GE-ს მომართეს. ჩვენ კი ამ კითხვაზე პასუხის დასაზუსტებლად, 30 ივნისს, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დავუკავშირდით.
„ნაეკი“ განმარტავს, რომ ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის დასაშვებია რიგობითი რიცხვის ჩაწერის როგორც ძველი, ისე ახალი ნორმა, შესაბამისად აბიტურიენტებს შეცდომად არცერთი ფორმა არ ჩაეთვლებათ.
ასევე იხილეთ:
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
მოამზადა გოგა ნიჟარაძემ
-
2026 წლიდან სკოლის ადმინისტრაციულ პერსონალს, ექიმებსა და მანდატურებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ – ფინანსთა მინისტრი
by ARIS.GE-განათლება
-
სია გაიზარდა – განათლების სფეროს ამ წარმომადგენლებს შეუძლიათ შეითავსონ ანაზღაურებადი სამუშაო საჯარო სამსახურში
by ARIS.GE-განათლება
-
შეძლებს თუ არა სტუდენტი მობილობას სახელმწიფოდან კერძო უნივერსიტეტში და პირიქით? – მინისტრის მოადგილის პასუხი
by ARIS.GE-განათლება