10 ჯგუფური სამუშაო კლასის გაერთიანებისა და კრიტიკული უნარების გასავითარებლად პედაგოგებისთვის
უკვე აღარავინ დაობს იმაზე, რომ განათლება სახელმძღვანელოებით არ იწყება და არც მთავრდება. „სწავლა თამაშით“ ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვან კომპონენტად იქცა. საკლასო ოთახში შექმნილი გარემო მოსწავლეს თვით გამოხატვაში უნდა ეხმარებოდეს და იმ უნარ-ჩვევებს უნდა უვითარებდეს, რაც ცხოვრებაში დაეხმარება.
გთავაზობთ 10 თამაშს, რომლებიც ბავშვებს კრიტიკულ აზროვნებას მიაჩვევს, დაგეხმარებათ კლასის გაერთიანებაში და მათ გამხიარულებაში.
1. თუ შენ ამას ააშენებ…
დაყავით მოსწავლეები ჯგუფებად, თითოეულს დაურიგეთ ნივთები, რომლებიც დიდი ზომის ნაგებობის შესაქმნელად გამოადგებათ. ეს შეიძლება იყოს კუბიკები, ლეგოს სათამაშოები… გამარჯვებულია ის გუნდი, რომლის პროექტიც უფრო მაღალი იქნება.
2. გადაარჩინე კვერცხი
ეს აქტივობა განკუთვნილია მაღალ კლასელებისთვის, რომლებსაც მოუწევთ სამუშაო სუფთად შეასრულონ და კვერცხი, რომელიც მიუვალ ადგილზე იქნება დამაგრებული, დაუზიანებლად ჩამოიღონ. პედაგოგმა პირველ რიგში მოსწავლეები ჯგუფებად უნდა დაყოს, კვერცხი მოათავსოს გარკვეულ სიმაღლეზე და დაელოდოს მოსწავლეების კრეატიულ გადაწყვეტილებებს
3. ზუმი
ზუმი არის კლასიკური თამაში, რომელიც არასდროს მოძველდება. მასწავლებელმა ბავშვები უნდა დასვას წრეზე და დაურიგოს მათ ფოტოები სხვადასხვა ობიექტების (ცხოველები, ავეჯი, ინვენტარი… ეს თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული) გამოსახულებით. თავადაც დაიტოვოს ერთი ფოტო და დაიწყოს ისეთი ამბის თხრობა, რომელიც თავის ფოტოზე გამოსახული ობიექტის ყოფას შეესაბამება (მაგალითად, თუ ფოტოზე მოწყენილი ძაღლია, შეგიძლიათ 1 ან 2 წინადადებით შეთხზათ გულისამაჩუყებელი ამბავი მის შესახებ) შემდეგ კი თხრობა მოსწავლეებმა ამავე პრინციპით უნდა განაგრძონ.
4. დანაღმული არე
საკლასო ოთახში მოაწყვეთ დაბრკოლებები, გადაადგილეთ ინვენტარი, გააბით სქელი თოკები. შემდეგ მოსწავლეები ჯგუფებად დაყავით, მათ უნდა აირჩიონ ლიდერები. ჯგუფის დანარჩენმა წევრებმა კი „დანაღმულ სივრცეში“ თვალახვეულებმა უნდა გაიარონ, რომელთა გიდი ლიდერი უნდა იყოს, მან უნდა მიანიშნოს დანარჩენებს საით და როგორ წავიდნენ. მოსწავლეებმა თავად უნდა შეიმუშაონ ნაღმის მიღმა გადასვლის ტაქტიკა და თამაში დასრულებულად მაშინ ჩაითვლება, როცა გუნდის ყველა წევრი ოთახის მეორე ბოლოში აღმოჩნდება.
5. ხომალდის შემცირება
ეს თამაში კარგი სტრატეგიის მოფიქრებას საჭიროებს. წესები კი მარტივია – მოსწავლეებმა უნდა დაიკავონ „ხომალდი“, რომლის ზომაც პერიოდულად მცირდება. თქვენ გევალებათ „ხომალდის“ ტერიტორია თოკით მონიშნოთ და დროგამოშვებით დააპატარავოთ ის:
6. წავიდეთ ოქროსთვის
მოსწავლეებს უნდა მისცეთ ფიგურები (საშლელები, სახაზავები, ფურცლები…) და სთხოვოთ მათი მეშვეობით დაწერონ ანბანის რომელიმე ასო.
7. ყველაზე საშინელი სცენარი
შექმენით სცენარი, რომლის მიხედვითაც ბავშვები დიდ გასაჭირში აღმოჩნდნენ – უკაცრიელ კუნძულზე, შუა ზღვაში… სთხოვეთ მათ, ურთიერთთანამშრომლობით შეადგინონ იმ ათი ნივთის სია, რომლებიც დახმარების მოსვლამდე თითოეულის უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარებათ.
8. მისტიკა
მოიგონეთ დაკარგული თილისმების მისტიკური ამბავი, მიეცით ბავშვებს მინიშნებები მათ საპოვნელად და კლასში დამალეთ ბრჭყვიალა ნივთები- „თილისმები“.
9. „ბუქსირი“
ეს თამაში ყველა ბავშვმა კარგად იცის. ორ ჯგუფად დაყოფილი მოსწავლეები ერთმანეთს ზურგზე ეჭიდებიან, წინ მდგომნი კი ერთმანეთისკენ ექაჩებიან:
10. რეალური პრობლემა
ბოლოს კი დროა ჯგუფური მუშაობის უნარები რეალური პრობლემის გადაჭრაში გამოიყენონ. მიეცით მათ განსაზღვრული დრო, დაფიქრდნენ, რა პრობლემების წინაშე დგას მათი სკოლა და რისი მოგვარება შეუძლიათ საკუთარი ძალებით.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა
-
14 ყველაზე მოთხოვნადი სამუშაო ადგილი 2026 წელს და მათი საშუალო ხელფასები (BLS)
by სამკითხველო
-
სკოლა მხოლოდ დაფასთან გამოძახება და საკონტროლოები არ არის – ანუ როგორ შევაყვაროთ სკოლა
by მოსწავლის მშობელს
-
პროფესიის არჩევა – 10 მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც აბიტურიენტმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას
by სამკითხველო